COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » Windows Vista - ინსტალაცია

http://www.compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=46&pp=10&sort=desc&page=2


Windows Vista - ინსტალაცია

მაშ ასე დადგა დრო და სამყაროს მოევლინა ახალი ოპერაციული სისტემა კომპანია Microsoft-ისგან. ამ ოპერაციულ სისტემა საფუძველი ჯერ კიდევ შორეულ 2000 წელს ჩაეყარა, იდეა ჩამოყალიბდა 2001-ში, ხოლო იმ სახის ფორმა რაც მას დღეს გააჩნია საბოლოოდ შემუშავებული იყო 2004 წელს. ასე თუ ისე 2006 წლის ნოემბრის ბოლოს საბოლოო სახის ვერსია გამოჩნდა. თუმცა გამოჩნდა კომპიუტერების მწარმოებლებისთვის (ეგრეთწოდებული OEM ვერსია), მათ გადაეცათ საბოლოო ვერსია იმისათვის რომ 2007 წლის 30 იანვრამდე მოესწროთ ახალი სისტემის ახალ კომპიუტერებზე ინსტალირება. როგორც წესი ამ დროს მოხდა რამდენიმე საჭირო ვერსიის ინტერნეტში გამოპარვა.  ასე თუ ისე MS-ის ოფიციალურ ანონსამდე 2 თვით ადრე ქსელში გამოჩნდა მრავალი ნაირსახეობა. სამწუხარო ის არის, რომ ახალ ვერსიას ბევრი მიეტანა, მაგრამ ზოგს აპარატურული რესურსი არ ყოფნის, ზოგს კი გამოცდილება.

როგორც წესი ქართველ მკითხველს რაღაც გამოსავალი ჩვენს რესურსზე ეგულება, ამ სტატიას დიდი ხანია ვპირდებოდით ყველას და აი დადგა დროც.
სტატიას შემოგთავაზებთ რამდენიმე ნაწილად. ამ ნაწილში განვიხილავთ ოპერაციული სისტემის ინსტალაციას და მის თავისებურებებს, აი გატეხვა შემდგომი სტატიის მიზანი იქნება, საბოლოოდ კი სტატიების ამ ციკლს დავხურავთ მესამე ნაწილით, მასში ავღწერთ დღეისათვის არსებულ ყველა საჭირო ცვლილებებს რომლებით თქვენს სისტემას ექსტაზში მოიყვანს და მაქსიმალური სიმძლავრით აამუშავებს.

ინსტალაციის წინ, რა უნდა ვიცოდეთ
მაშ ასე ვემზადებით ინსტალაციისთვის, მაგრამ მანამდე უნდა ვიცოდეთ რამდენიმე პატარა ნიუანსი:

1 - სისტემის საინსტალაციო პაკეტი იწონის 2,0 გიგაბაიტიდან 3,8 გიგაბაიტამდე, იმის და მიხედვით რომელი და რა თანრიგიანი ვერსია გვაქვს ხელთ.

2 - საინსტალაციო პაკეტი ძირითადად არის DVD დისკის იმიჯი, ან თვითონ DVD დისკი.

3 - შეუძლებელია საინსტალაციო პაკეტის დაყოფა და CD დისკებზე ჩაწერა (ეს განმარტება არის მათთვის ვინც ბოლო 2 თვის განმავლობაში არაერთხელ მომგვმართა ამდაგვარი თხვნით).

4 - იმის და მიხედვით თუ რომელი ვერსია გაქვთ ჩამოქაჩული შეიძლება რეალური DVD-ROM/RW-ს მაგივრად გამოიყენოთ ვირტუალური დრაივი.

5 - დღეისათვის ძირითადად არის 2 სახის პაკეტი, ეგრეთწოდებული Bill Gates ვერსია, ანუ ვერსია რომელშიც გატეხვის მიზნით ჩამატებულია რამდენიმე ფაილი ძველი ბეტა ვერსიებიდან, ასეთი ვერსიის ინსტალაციისას საკმარისია ბიძია ბილის მიერ დასახელებული სერიული ნომრის შეყვანა (ნომერი ნახსენები იყო ერთერთ უცხოურ არხზე, ტელე გადაცემაში), და შემდეგ აქტივაციისთვის რელიზ კანდიდატის ტესტერად გაფორმება, შემდგომ  ოფიციალურად სერიული ნომერის მიღება. სამწუხაროდ ეს მეთოდი პრაქტიკულად აღარ ამართლებს.

მეორე ვერსია არის ეგრეთწოდებული MSDN-ის ვერსია რომელიც არის სრული ხელუხლებელი ვარიანტი, ოღონდ აქტივაცია მხოლოდ ოფიციალური გზით შეიძლება.

6 - ინსტალაციისას ვირტუალური დრაივით ვერ ისარგებლებთ თუ იყენებთ BILL GATES ვერსიას, ინსტალაციის მეორე ეტაპზე კომპიუტერი გადატვირთვის შემდეგ, ან არ გააგრძელებს ინსტალაციას, ან ინსტალაციის პირველ ეტაპზე ფაილების კოპირების წინ მოითხოვს ფიზიკურ დისკს, და ვერანაირად ვერ დააჯერებთ რომ თქვენს მიერ მიწოდებული ვირტუალური დისკი ფიზიკური დისკია. სამაგიეროდ ინსტალაციისას შეიძლება MSDN-ის ვირტუალური დრაივით სარგებლობა. ამ დროს ყველაფერი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, საქმე იმაშია რომ ინსტალაციის პირველ ეტაპზე ინსტალერი ყველა საჭირო ფაილს ვინჩესტერზე აკოპირებს, ასე რომ გადატვირთვის შემდეგ, აღარც ფიზიკური და არღარც ვირტუალური  საინსტალაციო დისკი არ სჭირდება.

7 - ვირტუალური დრაივის გამოყენებისთვის წინა ოპერაციულ სისტემაში (იგულისხმება მხოლოდ Windows XP) უნდა იყოს დაინსტალირებული ნებისმიერი მწარმოებლის ვირტუალური დრაივი. სახელს, ფირმას და ვერსიას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია რომ ინსტალაციისას ახალი სისტემის ადგილსამყოფელად არ უნდა იყოს ამორჩეული ძირითადი ოპერაციული სისტემის დისკი. არ შეიძლება ასევე წინა ოპერაციული სისტემის ეგრეთწოდებული აბდეიტი.

8 - შეუძლებელია 32 ბიტიანი ოპერაციული სისტემიდან ვირტუალური დრაივის მეშვეობით 64 ბიტიანი Windows VISTA-ს ინსტალაცია, თუ ასეთი რამ გსურთ მაშინ ჯერ თვითონ XP დააყენეთ 64 ბიტიანი.

9 - თუ აპირებთ ჯერ ახალი სისტემა ვირტუალურ კომპიუტერში გატესტოთ, მაშინ გაითვალისწინეთ რომ პრაქტიკულად ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ ფიზიკური DVD დისკი საინსტალაციო პაკეტით. მართალია ზოგიერთი ვირტუალური პროგრამა, კონკრეტულად კი VMWare 5.5.3.x უპრობლემოდ დააინსტალირებს სისტემას ULTIMATE-ს იმიჯის მეშვეობით, მაგრამ როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს ბევრს სულ სხვა ვირტუალური კომპიუტერი აქვს დაინსტალირებული, ან აქვს ძველი ვერსია, რომელსაც შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა არ გააჩნია.

10 -  მგონი საბოლოო პუნქტია. მოკლედ ისევე როგორც Windows XP-ს ინსტალაციის დროს გვჭირდება წინასწარ დრაივერების გამზადება. თუ ხელთ რაიმე დრაივერი არ გაქვთ შეიძლება სისტემამ თქვენი აპარატურა ვერ ამოიცნოს, ასეთი შეიძლება იყოს პრინტერი, ვიდეო დაფა, ქსელის დაფა, USB  ADSL  მოდემი და ასე შედმეგ. გარკვეულ წილად ამ ეტაპის სამზადისი დეტალურად ავღწერე Windows XP-ს ინსტალაციის სტატიაში, ასე რომ თუ ვერ ერკვევით ამ საკითხში ეწვიეთ შესაბამის სტატიას ამ ბმულზე, აქ კი უბრალოდ თავს ავარიდებ იგივე ინფორმაციის მოყოლას.

თუ ეს ყველაფერი უკვე გასაგებია და შეიარაღებული ხართ ერთერთი საინსტალაციო ვერსიით, მაშინ შეგვიძლია შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ.

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

RAM-ს რამდენს იკავებს ვისტა???
11-06-2007, 23:01:20 | leone

რატომღაც მეც მასე მგონია რომ ჯერ კომპი უნდა იყიდო და მერე დააყენო მარა არ ვიცი რატომ
10-06-2007, 06:12:18 | toko09

მეც მაინტერესებს საიდან გადმოვქაჩო

07-06-2007, 16:12:17 | vaxo02

LCHLCH
არა იცი რა მაცინებს :-) ესეიგი ეეგრე დავაყენე პრაქტიკაზე არაერთხელ და აგერ დავწერე და სკრინებიც მოვიყვანე, მაგრამ ვინმე შენნაირი ურწმუნო თომა რომ არ გამოჩნდეს არ შეიძლება. მერეადა ჯანდაბას ფაქტით მაინც მიმტკიცებდე რომ არ გამოვა, რაღაც მგონია-არამგონიას მეთამაშები :-) ერთხელ მაინც დააყენე და თუ ეგრე არ გააკეთებს მერე თუ გინდა მაგინე. მანამდე კი აქ დაწერილი აქდსიომაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

P.S. ისე სხვათაშორის რომ იცოდე, ეგ ადგილი იმიტომაა დატოვებული რომ OEM მწარმოებელმა სისტემა კომპზე დააყენოს და არ გააქტიუროს. აი ვინც იყიდის, ის შეიყვანს შემდეგ აქტივაციის ნომერს და ეცოდინება 100%-ით რომ ნამდვილი ოპ სისტემა აქვს. როგორც სჩანს შენ ოფიციალურ ვერსიებთან და აქტივაციასთან შეხება არ გქონია.
10-05-2007, 13:10:16 |

ციტატა
მოხსენით ალამი აღნიშვნას Automatically Activate Windows When I’m online და სერიული ნომრის შეყვანის გარეშე დააჭირეთ ხელი ღილაკს NEXT.

რაღაც ვერ გავიგე, სერიულის შეყვანის გარეშე ეგ NEXT - ღილაკი ვითომ აქტიური იქნება ზედ დაკლიკება რო შეიძლებოდეს?.... რაღაც არ მგონია.... (იქნებ ვცდები)....
05-05-2007, 18:55:06 | LCHLCH

არის! აღსრულდა! - ბოლოს და ბოლოს ყველა მწარმოებელი იძულებელი იქნება, რომ უნიკოდზე გადავიდეს, თორემ წაიღეს ტვინი ამ ვინამპებმა, ბეტებმა, აისიქუებმა და ა. შ.
13-03-2007, 12:37:55 | Riablo

საიდან შეიძლება ჩამოტვირთვა ??
07-03-2007, 17:36:08 | boydato

იმედია თავს გავართმევ,ოღონდ ჯერ საკუთარი კომპი უნდა ვიყიდო .მადლობა რჩევებისთვის
28-02-2007, 15:18:23 | Gio_kiborg


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.