მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows XP-ს 100%--იანი აქტივაცია

და თქვა ბიძია ბილმა მინდა რომ ყველას ნაყიდი Windows-ი ჰქონდესო, და გაჩნდა Windows Genuine, რომლისა შემოწმებისა გარეშე კომპიუტერი ვერა ცოცხლობდა და მომხმარებლებს სისხლსა და ხორცს უშრობდაი. დაე დამარცხდეს Windows Genuine და იხაროს მომხმარებელმა თქვა Ja-Ja-მ და დაწერა აგი სტატიაი :-).

შესავალი და ლაყბობა
ქართული რეალობა ისეთია, რომ პროგრამულ უზრუნველყოფას მომხმარებლები იშვიათად ყიდულობენ. ძირითადად ჩვენთან ყიდულობენ ქართულ პროგრამებს, მაგალითად სატელეფონო ცნობარი, ბუღალტრული პროგრამები, ტექსტის ამომცნობი პაკეტი და სხვა ამდაგვარი. ოპერაციულ სისტემებს, ქართველი მომხმარებლების 99% პროცენტი არ ყიდულობს. ძირითადად ვიყენებთ ეგრეთწოდებულ არალიცენზირებულ პროდუქტებს, რეალურად რომ ვთქვათ ეს არის ოფიციალური ვერსიის გადაკეთებული ვარიაციები. გადაკეთებული იმიტომ  რომ შეზღუდვები არ გვქონდეს Windows-ის გამოყენების დროს. თვით Microsoft-ის ქართული პარტნიორი კომპანია, რომელიც სისტემის გაქართულებას ახორციელებდა და  თავს Microsoft-ის პარტნიორად გვაცნობს, საკუთარ სერვისში, მომხმარებლებს არალიცენზირებულ ვერსიებს უინსტალირებს, რა არის აქ გასაკვირი.

ერთი შეხედვით ყველა ბედნიერია, მაგრამ დროთა განმავლობაში თავს იჩენს სხვადასხვაგვარი შეტყობინებები. მაგალითად Windows-ი გვატყობინებს რომ ლიცენზირებული არ არის, ზოგჯერ მუშაობაში ხელს გვიშლის, ვერ ვაყენებთ ახალ პროდუქტებს, მაგალითად Windows Media Plaer 11, Internet Explorer 7, Windows Defender, DirectX და ასე შემდეგ. ეს არის არაოფიციალური ოპერაციული სისტემის მოხმარების ფასი.

ბევრი ახალბედა ყიდულობს ახალ კომპიუტერს და ვერ ხვდება რომ მას ახალ კომპიუტერზე არალიცენზირებული ოპერაციული სისტემა აქვს დაინსტალირებული. ბევრს ჰგონია რომ იყიდა კომპიუტერი და მას ავტომატურად უნდა მოყვებოდეს ოპერაციული სისტემა Windows-ის სახით. სამწუხაროდ ასე არ არის. ოპერაციული სისტემა ფული ღირს, ჩვენთან კი ტრადიციულად ყველა ცდილობს კომპიუტერი მაქსიმალურად იაფად შეიძინოს, ამისთვის მეგობარი, ნათესავი და კიდევ კაცმა არ იცის ვინ ირევა საქმეში. მაქსიმალური ეკონომიის დროს კი 200$-იანი ოპერაციული სისტემა, უფასოდ ნამდვილად არ შეგვხვდება.

მაშ ასე ზემოთ თქმულიდან ვიგებთ რომ ოპერაციული სისტემა ფული ღირს და უფასოდ არ ვრცელდება. სისტემის ფასი აჭარბებს ზოგიერთი კომპიუტერული დეტალის საფასურს, მაგალითად 200$-ში დღეს შეიძენ საკმაოდ კარგ ვიდეო დაფას, საკმაოდ მსუქან და მსუყე ვინჩესტერს, ლამის ბოლო კივილის დედა დაფას და რაც მთავარია, მშვენიერ 2 ბირთვიან პროცესორსაც მიიღებ. ამ ფონზე გაუგებარ სისტემაში ფულის გადაყრა ჩვენთვის მიუღებელია, მითუმეტეს რომ Windows-ს ხელში ვერ დაიჭერ და ვერაფერს ჩამოაკვნიტავ. ეს იციან კომპიუტერის გამყიდვლებმაც და მშრალი ხიდის (დღეს ეს ხიდი ვაჭრობისგან განთავისუფლებულია, მაგრამ მისი საქონელი აურაცხელ მაღაზიაშია გადანაწილებული) მესვეურებმაც. შედეგად ქალაქში, რაიონში და სოფლებში იყიდება გაუგებარი გადაკეთების ოპერაციული სისტემები სადღაც 6-8 ლარად, ხოლო კომპ-ფირმები სწორედ ასეთ ნაყიდ სისტემებს უფასოდ გვიყენებენ კომპიუტერებში (სიტყვა უფასო ფარდობითია, რადგან კომპიუტერის აწყობისას ფირმებს ისედაც რჩებათ მოგება, ხან ფასნამატის, ხან მომსახურების სახით, ასე რომ ერთმა 7 ლარიანმა დისკმა შეიძლება თავისი ასლი ათასობით კომპიუტერზე გაამრავლოს).

იდეაში ყველა ასეთ სისტემებს მივეჩვიეთ და პრობლემებს როგორ ასეთს ამ საქმეწში ვერ ვხედავთ, მერე რა რომ ბიძია ბილი ჩვენი ჯიბიდან ვერ მიიღებს 200$. მას უჩვენოთაც ბევრი ფული აქვს.

სინამდვილეში აქ კომპანია Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლის ჩარევაა საჭირო, საქმე იმაშია რომ რეალურად დღეისათვის Windows XP საკმაოდ გაიაფდა, არსებობს მინიმუმ 4 ვარიაცია სახლის მომხმარებლებისთვის, ესენია Windows XP  Media Edition, Windows XP Pro, Windows XP Home Edition და Windows XP Starter Edition. აქედან პირველი და მეორე პაკეტის ფასი რეალურად 200$ არ არის, მისი ფასი დღეისათვის Windows VISTA-ს გამო დაწეულია და მაქსიმუმ შეადგენს 90-110$, პლიუს თუ გავითვალისწინებთ რომ ოპერაციული სისტემის მაქსიმალური შესაძლებლობები ყველას არ სჭირდება, გამოდის რომ ბევრს სულაც არ სჭირდება ეს ძვირიანი პაკეტები, სავსებით დაკმაყოფილდებოდნენ Home Edition-ით რომლის ფასიც დღეს 35-დან 59$-მდე მერყეობს, აი ბოლო პაკეტი Starter Edition-ი კი საერთოდ 5-დან 15$ ფასობს, იდეაში ბევრ სახლის მომხმარებელს ეს ვერსია სავსებით ეყოფოდა. უმეტესობა ინტერნეტში დაძვრება, მაქსიმუმ ტექსტებს კრიფავს და ფილმებს უყურებს, ამ ყველაფერს ბოლო პაკეტი მშვენივრად აკეთებს, თან იგივე  დაჯდება რაც არალიცენზირებული ვერსიის დაყენება.

იკითხავთ სად ნახე მაგ ფასებში ეგ პროდუქტებიო? აი აქ და აი აქ ბატონო ჩემო, შეძენისთვის საკმარისია იქონიოთ პლასტიკური ბარათი, შემდეგ ჩამოტვირთეთ ორიგინალი ვერსია და შეიძინეთ ლიცენზია.  ოფიციალურ საიტზე ახალთ ახალი Windows VISTA ULTIMATE ღირს 209 აშშ დოლარი, ასე რომ 6 წლისწინანდელ Winows XP-ში იგივე 200 აშშ დოლარს არავინ არ მოგთხოვთ, თუ რა თქმა უნდა, რაიმე უბედურებას არ ჩაიდენთ, ან რაიმე გაუგებრობას არ გადაეწყებით..

სამწუხაროდ Microsoft-ის ქართული  წარმომადგენლობა ლეთარგიულ ძილშია, ხოლო ერთეული კომპ ფირმები არაადამიანურ ფასებზე ითბობენ ხელს. ამ ფონზე რა თქმა უნდა ყველას დაინსტალირებული გვაქვს არალიცენზირებული Windows XP.

ძირითადად ქართველ მომხმარებლებში ლიცენზირებული ვერსიები გამოჩნდა ნოუთბუქების მაშტაბური გაყიდვების გამო, ამ შემთხვევაში გვინდა თუ არ გვინდა მწარმოებელი თავის ნოუთბუქს აყოლებს Windows XP Home Edition-ს (ახალ ნოუთბუქებთან მიმერთებაში ხშირად არის Windows VISTA HomeBasick ან იშვიათად Windows Vista Busines), სისტემის ფასი კომპიუტერის ფასში შეყვანილია და არავინ არ გვიკლებს მის საფასურს :-(.

კი მაგრამ რა ვქნათ იმ მომხმარებლებმა ვისაც არ გვინდა დიდი ფულის დახარჯვა, მაგრამ არც შეზღუდვები არ გვინდა? ამ ამ ტიპის მომხმარებლებს მოუწევთ შემდეგი ინსტრუქციების წაკითხვა.

შაოლინის 6 მაგიური საფეხური
ალბათ ყოველ თქვენგანს უნახავს შეტყობინება იმის შესახებ რომ მისი Windows-ი არ არის GENIUNE-რებული, ანუ ოფიციალური და ლიცენზირებული, ამ შეტყობინებას ვიღებთ განახლებების დროს, ან ახალი პაკეტის ჩამოქაჩვის მცდელობისას, შედეგად ან გვებლოკება განახლებები, ან ვერ ვქაჩავთ ახალ პაკეტებს, ან კომპიუტერის ჩართვისას ვიღებთ შეტყობინებას რომ ჩვენ უნამუსო მომხმარებლები ვართ და ამის გამო 30 დღეში ჩვენი WIndows-ი მუშაობას შეწყვიტავს.

კაი ბატონო მოგვიწევს ყველა ამ შემთხვევის მორჯულება ერთი ხელის მოსმით თან ერთხელ და სამუდამოდ. ისე რომ Microsoft-იც და Windows-იც თვლიდნენ რომ ჩვენს კომპიუტერში ოფიციალური სისტემა აყენია და ცხოვრებაში ჩვენც მიმართ ცალი თვალით არ გამოიხედონ.

ამ საქმისთვის დაგვჭირდება 4 პროგრამა, ოთხივე ერთ პაკეტად შეგიძლიათ დაქაჩოთ აი ამ მისამართიდან. მაშ ასე ჩამოქაჩეთ პაკეტი და გახსენით არქივი, მიიღებთ 4 საქაღალდეს: STAGE 1, STAGE 2, STAGE 3  და STAGE 4.

იმედია მიხვდით, რომ ნომერაცია მიგვინიშნებს მიმდევრობით რომელი პაკეტები უნდა გავუშვათ. განსაკუთრებულია საქაღალდე STAGE 4, ამ პროგრამის გაშვება მოგვიწევს თავიდან და შემდეგ მორჯულების დამთავრებისას, ანუ მე-4 ნომერია, მაგრამ გამოვიყენებთ პირველად და ბოლო პუნქტის დროს.

პირველი გვერდი 1 2 3 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 20
შეფასება: 1.9



გამოხმაურება

გამარჯობათ, ძალიან საინტერესო და საჭირო სტატიაა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება მიპასუხეთ:
ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც წერია მაგრამ ბოლოში რომ გავდივარ და ვამოწმებ გახდა თუ არა ლიცენზირებული პროგრამა მიწერს რომ invalid product key, რამდენიმე კეი ვცადე მაგრამ შედეგი ყველაზე ერთი და იგივე, იქნებ დამეხმაროთ.
წინასწარ გიხდით მადლობას
13-03-2008, 11:16:43 |

გამარჯობათ. მშრალ ხიდზე ვიყიდე ვინდოუსის დისკი დავაინსტალირე და გავუშვი თავისი სამი კოდიც მოყვა მაგრამ რათ გინდა ყოველ ჩართვაზე დგეებს მითვლის როდის გაგეტიშებაო დავიტანჯე ეგ პროგიც გადმოვწერე მაგრამ არ მიშველა მეოთხეს რო ვხსნი იქ ვოლუმის მაგივრად ცერია რეთაილ გაგიგიატ ეგეტი რამე?კოდსაც არაცვლის აი რა დგეშივარ რამეს ვერ მიშველით? ვინდოუსს ქვია microsoft windows xp mediacenter edition 2005, წინასწარ გიხდით მადლობას
04-03-2008, 02:37:24 | picburg

stage1 ცარიელია და რა ვქნა?
03-03-2008, 20:50:56 | givmen

როცა ვიწერ ნოდი ტროიანს აგდებს
03-03-2008, 12:54:05 | zura19811

ushangisturua
ანტივირუსი გამორთე
15-02-2008, 14:35:46 | Gio_kiborg

რა ლინკია იეროგლიფებიტ ივსება ყველაფერი გაასწორეთ
11-02-2008, 12:02:28 | arsenali

Stage 1 საქაღალდე ცარიელია. საიდან გადმოვწერო ხომ ვერ დამეხმარებით?
03-02-2008, 19:33:12 | ushangisturua

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ლინკი რო არ მუშაობს?! რაღაც გაურკვეველი იეროგლიფები იხატება, საიდანმე ვერ გადმოვწერ მაგ პროგრამებს? e-mail-ზე ვერ გამომიგზავნით მისამართებს ბიჭებო?
30-01-2008, 04:04:38 | lukazo

მიპასუხეთ რა ძაან გთხოვთ, მაგრად მჭირდება
ადმინისტრაციის დამატებული
შემდეგისთვის გაითვალისწინეთ ყველამ!
ეს არის კომენტარების ფორმა, სადაც გამოითქმება აზრი, შეფასება, უარყოფა ან რაიმე სხვა, ეს ფორმა არ არის განკუთვნილი იმისათვსი რომ აქ გაიხსნას რჩევა დარიგების დისკუსია. შენთვის საინტერესო კითხვა შეგიძლია დასვა ფორუმზე, მისწერე საიტის ადმინისტარციას, ან სტატიის ავტორს. პასუხს მიიღებ აუცილებლად. მაგრამ არა კომენტარის ველში!

P.S. მეორეცესერთი, არ ვიცი რა დონის გატეხილ გადაკეთებულ ვერსიაზე ატარებ ამ მოქმედებებს, რაფერ გითხრა რამე? როგორც ხედავ შენამდე რამდენიმე ადამიანმა უპრობლემოდ გააკეთა აღნიშნული საქმე, პირადად ავტორს არაერთ ასეულ კომპზე ჩაატარა იგივე ოპერაცია უმტკივნეულოდ, პრობლემა ჯერჯერობით მხოლოდ შენ გაქვს, შესაბამისად მართებული იქნება შენს საინსტალაციო ვერსიაში, ან უკვე დაინსტალირებულ და შესაძლებელია დაზიანებულ სისტემაში ეძებო პრობლემის თავი!
13-11-2007, 12:56:36 | TonyMontana

ახალი სერიალი რო სჰევიყვანე ესეტი ერორი გამომიგდო Can't find script engine "VBScript" for Script "C:\DOCUME~1\ADMIN~1\LOCAL~1\TEMP\RarSFX\chgxp.vbs და რა ხდება?
12-11-2007, 11:24:00 | TonyMontana


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.