მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






დისკის მომზადება Linux-ის ინსტალაციისთვის

 ეს სტატია ეძღვნება მათ ვისაც სურს Linux-ის დაინსტალირება თავის კომპიუტერზე, მაგრამ Linux-ის გარდა იყენებს Windows-ს, ამასობაში პირველად დაინსტალირებული აქვს Windows-ი და ახლა იწყებს Linux-ის ათვისებას. მთავარი პრობლემა ამ დროს არის ადგილი Linux-ისთვის. პრობლემა იმაშია რომ დისკები უკვე დაფორმატირებულია და გამოიყენება Windows-ის მიერ. ამასობაში Linux-ს ფუნქციონირებისთვის სჭირდება თავისი სივრცე. სამწუხაროდ მისი დაყენება FAT32-ზე, ან NTFS დისკებზე არ შეიძლება. ასევე ბევრი ახალბედა ინსტალაციის დროს ახერხებს Windows-ის დისკების დაფორმატირებას და მთლიანი ინფორმაციის დაკარგვას. ასეთი გაუგებრობა რომ თავიდან ავიცილოთ და  linux-ს კორექტულად გამოვუყოთ საჭირო მოცულობა დისკზე საჭიროა გარკვეული მოქმედებები. სწორედ ამ მოქმედებებზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში, შედეგად პრობლემები გაქრება. აღარ დავკარგავთ ინფორმაციას, თავისუფლად დავაინსტალირებთ Linux-ს და ყველა ბედნიერი იქნება.

რატომ ასე და არა ისე

Linux-ის ინსტალაციის დროს ვიყენებთ კომპიუტერს:
1. რომელზეც არაფერი არ არის დაინსტალირებული;
2. ვიყენებთ კომპიუტერს, რომელზეც სხვა ოპერაციული სისტემები ეყენა, მაგრამ მათ ვშლით და მხოლოდ Linux-ს ვაინსტალირებთ;
3. ან ყველაზე გავრცელებულ მეთოდს ვიყენებთ, ვაინსტალირებთ კომპიუტერზე Linux-ს სხვა ოპერაციულ სისტემასთან ერთად. როგორც წესი სხვა ოპერაციული სისტემა არის Windows-ი.

მოკლედ პირველ ორ ვარიანტს ჩვენ ამ სტატიაში არ განვიხილავთ. თუ გსურთ ძველი ოპერაცული სისტემების წაშლა, ამას მშვენივრად გააკეთებს Linux-ის ინსტალერები, ასევე თუ ახალ დისკზე, ან ახალ კომპიუტერზე აინსტალირებთ Linux-ს, ჩვენი ახსნა არ დაგჭირდებათ, უბრალოდ ჩაახუტეთ მთელი დისკი Linux_ს და დანარჩენს თვითონ გააკეთებს. 

ამ სტატიაში განვიხილავთ მხოლოდ იმ ვარიანტს როდესაც თქვენ უკვე მიჩვეული ხართ Windows-ის გარსს, სისტემა დაინსტალირებულია, ყველა დისკი Windows-ისთვის არის გამოყოფილი და დისკებზე საჭირო ინფორმაციია ჩაწერილი. Linux-ისთვის ამ შემთხვევაში ძნელია დათმო რომელიმე დისკი, თან დისკი რომელსაც Linux-ისთვის დათმობთ, Windows-ის მიერ აღქმადი არ იქნება. შედეგად სადღაც უნდა წავიღოთ ჩვენი ინფორმაცია, მოკლედ თავსატკივარი ბევრი ჩნდება. ამასობაში Linux-ისთვის როგორც წესი საკმარისია 5-10 გიგაბაიტი სივრცე. მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ Linux-ი თქვენთვის ალტერნატიული სისტემაა და მასში იშვიათად მუშაობთ.

სტატიის დაწერის იდეა წარმოიშვა მაშინ როდესაც ჩვენს ვებ-გვერდზე პირველი სტატია გავიდა Linux-ის ინსტალაციაზე. ბევრი წააწყდა თავსატკივარს, როგორ გამოეყო ახალი სისტემისთვის ადგილი, როგორ არ დაეკარგა საჭირო ინფორმაცია და ასე შემდეგ. წერილები ბლომად მოვიდა, გასაგები გახდა რომ საკითხი ბევრს აინტერესებს. ამიტომაც ამ ბურუსით მოცულ საკითხს დღეს დეტალურად განვიხილავთ.

გზები

გზები ბევრი არსებობს, მაგალითად ერთერთი მარტივი გზა შემდეგია, Windows-ის ინსტალაციის დოს ვინჩესტერზე ერთერთ ცალკე განყოფილებას ვქმნით და არ ვაფორმატებთ. ამ განყოფილების გამოყენება შემდგომ შეიძლება Linux-ში. მაგრამ იშვიათია შემთხვევა როდესაც მომხმარებელი წინასწარ ფიქრობს ასეთ საკითხებზე, ასევე იშვიათად ხდება, როდესაც მომხმარებელი თვითონ აინსტალირებს Windows-ს თავის კომპიუტერზე. მიუხედავად იმისა რომ დეტალურად გვაქვს ინსტალაცია აღწერილი ჩვენს საიტზე ბევრისთვის ეს საქმე მაინც ”შამანიზმის” ბოლო მოდელია, ასე რომ თავს ამ საკითხს ბევრი არიდებს, განსაკუთრებით დისკების დაყოფას.

ამ შემთხვევისთვის მშვენივრად გამოგვადგება რამდენიმე საკმაოდ ცნობილი პაკეტი, რომლებიც მხოლოდ დისკების მოცულობის შეცვლაზე, დაყოფაზე და დისკების გაერთიანებაზე მუშაობენ. ასეთი პროგრამები არის Paragon Partition Manager და Power Quest Partition Manager. ამ ბოლო დროს შეიმჩნევა დიდი კომპანიების მიერ წვრილი კომპანიების ჩაყლაპვა, ასე მოუვიდა კომპანია Power Quest, რამდენიმე წლის წინ იგი შეძენილი იყო კომპანია Symantec-ის მიერ, შედეგად პროდუქტი Power Quest Partition Magic უფრო ცნობილია სახელად Norton Partition Magic (კომპანია Symantec-ი როგორც იცით  უშვებს პიტერ ნორტონის სახელობის უტილიტებს, რომელიც ასევე თავის დროზე შეიძინა და დღეს მის სახელს უმოწყალოდ იყენებს, ასე თუ ისე ცნობილი დისკ მენეჯერიც ამიერიდან პიტერ ნორტონის სახლით გამოდის, თუმცა მის შემქნაში პირადად პიტერ ნორტონს მონაწილეობა არ მიუღია).

ასე თუ ისე ჩვენ გთავაზობთ ორივე უტილიტას ორივეს ჩამოქაჩავთ ჩვენი ვებ-გვერდიდან:

Paragon Partition Manager

Power Quest Partition Magic

ამ სტატიაში ორივეს განვიხილავთ, თუმცა სტატიის ავტორი პირადად უფრო დიდ პატივს სცემს გერმანულ კომპანია Paragon-ს და მის პროდუქტს, თუმცა ეს სუბიექტური არჩევანია და სხვა მომხმარებლის აზრი ალბათ ავტორის აზრს არ დაემთხვევა.

მაშ ასე ორი ძირითადი პროგრამა ვიცით, ახლა განვიხილოთ მათი გამოყენების მეთოდები.

პირველი გვერდი 1 2 3 4 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 14
შეფასება: 1.8



გამოხმაურება

ძალიან მომეწონა ეს სტატია.. ძალიან დაწვრილებით და გასაგებადაა ახსნილი ყველა დეტალი თავისი სქრინშოთებით.. და რაც მთავარია მაინტერესებდა
11-06-2010, 22:32:57 | temqa

Debian Lennyს დაყენება ფლეშკით გიცდიათ ვინმეს?
დამტანჯა რააა,მემგონი Fლეშკაზე ვერ ვწერ სწორად (onebootin ით ვწერ)
22-05-2010, 22:45:44 | shergi

Debian Lennyს დაყენება ფლეშკით გიცდიათ ვინმეს?
დამტანჯა რააა,მემგონი Fლეშკაზე ვერ ვწერ სწორად (onebootin ით ვწერ)
22-05-2010, 22:45:16 | shergi

აუ რამდენი ხანია ვუცდი ამ ოხერ ჩამოჭრას და ვერაფრით ვერ ჩამოაჭრა D:\ დისკს , 119-იდან 35 გბ მაქ ტავისუფალი და თქვენი აზრიტ 4 დღეში მორჩება იმ 10gb-ს ჩამოჭრას?
01-05-2010, 23:04:36 | Dinozo

რა განსხბვავებაა ზემოტ აღწერილ პროგრამებს შორის ? ორივე ხომ ერთი და იგივე საქმეს აკეთებს? და მაინც რომელი უფრო მოსახერხებელია
01-07-2009, 10:47:04 | lasha89

Paragon.Partition-ით შესაძლებელია ორი დისკის შეერთება თუ მხოლოდ დაყოფაა შესაძლებელი?

ამ კლასის პროგები მუშაობს ერთ ფიზიკურ დისკთან, ანუ შესაძლებელია დისკზე ლოგიკური დისკების შექმნა, დაყოფაც და შეერთებაც. მაგრამ ეს უნდა იყოს ერთ დისკზე

ორი ფიზიკური დისკი შეიძლება გააერთიანო რეიდ-მასივში, ოღონდ მაზერს უნდა ქონდეს ღAID მხარდაჭერა
17-06-2009, 11:55:29 | gpapuashvili

აუ რატო ვერ ვიწერ? ლინკია გასასწორებელი? თუ სხვა პრობლემა მაქვს?
11-06-2009, 01:46:13 | shergi

masterika6
მდა
ჯერ ერთი, ლინუქსი XP და VISTA-ს ერთმათან დაჯახება არ შეიძლება!
XP წავიდა VISTA მოდის. ანუ ეს ორივე არის ვინდი!
შეგილია თქვა ლინუქსი ვინდის წინააღმდეგ, მარა არც ეგაა სწორი, ორივეს თავის სფერო აქვს!

და მაინც მგონია რომ OS სკინით აფასებ ლლლოლლლლლლ

მოდი სერვერს როგრ შეაფესებ

ანუ სანამ გააკრიტიკებ, იქამდე გაარკვიე, სკინის გარდა რით გასხვავდება OS-ები :)

P. S.
ეს ცუდად არ გაიგო, უბრალოდ როცა OS-ებში გაეკვევი, მერე მიხვდები რომ ნიტო თქვი ;)
28-03-2009, 21:10:53 | otosaxel

კაია ესეთი სტატიები რას ერჩი. linux-ზე ცოტა მეტი ინფორმაცია დადე და უკეტესი იქნება და კიდევ ერთი, ლინკები გაასწორე ხოლმე. კაი კაცი ხარ ეგრე განაგრდზე აბა შენ იცი
24-03-2009, 04:19:41 | cool-zero

სუ გამაგიჯებს ეს ხალხი რა რა ლინუქსი რის ლინუქსი,და კიდე სხვები,ვერ გავიგე რას მიედ მოედობით,სიახლეების მოკვარული თუ ხართ წადით მოგზაურობაში და თქვენი კომპი დრო და ნერვები დაზოგეტ ხალხო! და კიდე რა ვისტა, ნუუუუუ მართალია ეს სისტემა უკვე სრულყოფილია შეიძლება ითქვას მაგრამ როგორც ხედავთ მისი ერა ჯერ არ დაწკებულა და ოფიციალურ სასწავლებლებშიც ჯერ ვინდოუს იქსპე პროფესიონალი ისწავლება ეს რატოოოომ?????!!!!!!!1ვერ ხვდებით??!!!!!! როცა ის შემოვა ხმარებაში თვითონ მოგიკაკუნებთ კარზე და სხვა გზა არც გექნებათ!მანამდე კი ძირითადად მხოლოდ იქსპეა მიზანში კველა თამაშისტვის და პროგისთვის ხომ ხედავთ!!!!!!თავს რატო იტკივებთ??? თუ ვიზუალური მხარე გინდათ სხვა მაშინ არის მაგის უუუუამრავი საშუალება თემები ვისტასიც ლინუხის დათუ
24-02-2009, 03:51:35 | masterika6


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.