COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » Task Manager-ის ჩანაცვლება სხვა პროგრამით

http://www.compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=75


Task Manager-ის ჩანაცვლება სხვა პროგრამით

ალბათ, ყველას გეცნობათ ეს პროგრამა, რომელიც  ალბათ არაერთხელ დაგხმარებიათ გამოუვალ სიტუაციაში. მართალია, მეც ძალიან ხშირად მეხმარება იგი, მაგრამ არსებობს უკეთესი პროგრამებიც, რომლებიც უკეთესად ასრულებენ იგივე საქმეს. მაგალითად, Sysinternals-ის ერთერთი პროგრამა Process XP  (Process Explorer), რომელიც Microsoft-მა შეიძინა! საქმე იმაშია, რომ  ყველა პროგრამა ცდილობს (საშიშ და ბოროტ პროგრამებს ვგულისხმობ) დაემალნონ Task managers-ს და ზოგიერთი ამ საქმეს, წარმატებითაც აკეთებს, Process Explorer-ი კი იბრძვის ყველანაირად, რომ არ დარჩეს არცერთი გაშვებული პროცესი ყურადღების გარეშე! პროგრამას Task Manager-თან შედარებით, ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს. მაგალითად, გაშვებული პროცესის სახელის მიხედვით ინტერნეტში ინფორმაციის ძიება, გვანახებს ზუსტად საიდან ეშვება პროგრამა და მის სრულ მონაცემებს (ვინ არის ამ პროგრამის მწარმოებელი, რა რესურსები მიაქვს ამჟამად კომპიუტერისგან, როდის გაეშვა პირველად და სხვა მრავალი), ასევე ცალკე გრაფაში გვანახებს თითოეული პროგრამის რესურსების მოხმარების დონეს  და სხვა მრავალი ფუნქცია გააჩნია ამ ”დალოცვილ” პროგრამას. ასე რომ, მოდით ჩავანაცვლოთ Task Manager-ი ამ პროგრამით. ჩანაცვლების შემდეგ, ყოველი Ctrl+Alt+Delete-ს დაჭერის შემდეგ გაიხსნება ზემოხსენებული პროგრამა და არა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი Task Manager-ი. თუ აღარ მოგინდებათ ამ პროგრამის გამოყენება ეგეც არ არის პრობლემა, უბრალოდ წაშლით მის ჩანაწერს რეესტრიდან (ალბათ მიხვდით, რომ რეესტრთან გვექნება სამუშაო:-) და მორჩა საქმე, ისევ ჩვენი საყვარელი Task Manager-ი ამოხტება ოპტიმისტური სახით:-) 

როგორც ზემოთ ვახსენე, მოგვიწევს რეესტრთან მუშაობა. მაშ, გავხსნათ (Start->Run->Regedit) და შევუდგეთ მუშაობას. შებრძანდით რეესტრში მისამართზე: HKEY_LOCAL_MACHINE\Software\Microsoft\WindowsNT\Image File Execution Options და მონახეთ გასაღები taskmgr.exe არ არის? არ მოგერიდოთ შევქმნათ ხელით:-) დავაჭიროთ Image File Execution Options განყოფილებაზე თაგუნიას მარჯვენა ღილაკს ხელი და ბრძანებით New->Key შევქმნათ ახალი გასაღები სახელწოდებით taskmgr.exe შემდეგ მოვნიშნოთ ახლადშექმნილი გასაღები და მარჯვენა ფანჯარაში შევქმნათ ახალი String Value (მარჟვენა ღილაკი New->String Value ბრძანებით) პარამეტრი სახელად Debugger შემდეგ ორჯერ დავაწკაპუნოთ მასზე და მნიშვნელობაში ჩავუწეროთ ჩვენი პროგრამის მისამართი. ჩემს შემთხვევაში ეს იქნება C:\Windows\procesxp.exe მორჩა მუშაობა.

ამის შემდეგ ყოველი Ctrl+Alt+Delete-ს დაჭერის შედეგ გაიხსნება Process Explorer-ი და არა Task Manager და თუ აღარ მოგინდებათ, რომ ეს ასე იყოს, მაშინ უბრალოდ ამ შექმნილ პარამეტრს წაშლით და მორჩება თავისტკივილი

მე მგონი, სურათზეც ნათლად ჩანს პროგრამის შესაძლებლობები:-) აქვე გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, პროგრამის ზედა მენიუში არის განყოფილება Options და მასში არის ქვეგანყოფილება Replace Task Manager უბრალოდ დააჭირეთ მაგ ღილაკს და ყველაფერი 1 წამში დამთავრდება, და ამდენი მუშაობა აღარ დაგჭირდებათ. როცა მოგინდებათ, რომ ისევ Task Manager-ი გაეშვას, იგივე მენიუში შებრძანდით და უკვე დაგხვდებათ იგივე ადგილას სხვა ბრძანება, კერძოდ Restore Task Manager:-) მეტყვით ამდენი რატომ გვაწვალეო? ამისთვის სამი მიზეზი მაქვს: 1, ამ ფუნქციის შესახებ ამ სტატიის წერის დროს შევიტყვე, და თან ხომ უნდა ვისწავლოთ რაიმე სად რა როგორ იწერება, როგორ  შეიძლება სხვა პროგრამის ჩანაცვლება ალტერნატიული პროგრამით (თან რეესტრთან კიდევ ერთხელ გაივარჯიშებთ:-)? მე-2, ხომ შეიძლება იგივე სახის, ოღონდ სხვა მწარმოებლის პროგრამის ჩანაცვლება მოგინდეთ, რომელსაც აღნიშნული ფუნქცია არ ექნება? და მე-3, ცოტა ხომ უნდა გამეწვალებინეთ? :P

სტატიის ავტორი: Giena

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება

au chemtan alt ctrl deletes ro vacher ar migdebs tas managers da rato? mitxari vinmem ra kacurad : ((
10-07-2011, 22:29:29 | releek

ის ბოლოს რო მიაწერე Options_ში არ ცვლის არაფერს რო ვაწვები არაფერს შვება
19-04-2009, 12:41:46 | aGiG

პროგრამას ქვია Process Explorer, გამშვებ ფაილს procexp.exe,
www.sysinternals.com - აქ სხვა საინტერესო პროგრამებიცაა

ამ პროგრამის ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ფუნქციაა პროგრამის შესრულების შეწყვეტა და მერე გაგრძელება. ასევე გახსნილი ფაილების და DLL-ების ძებნა.
23-02-2009, 14:18:26 | LKakha

თქვენ მიერ რეკომედირებული პროგრამა წარმათებით იქნა დაინსტალირებული ჩემ პატარა ციფრულ სამყაროში. მაგრამ ეხლა მაინტერესებს რამდენიმე საკითხი: 1. ეგ პროგრამა მიჩვენებს რომ საკმაოდ ბერი პროგრამაა გაშვებული, დაახლოვებით 28 და ხომ ვერ მეტყვით ეს ასე უნდა იყოს? და მე-2. ამ პროგრამაშიც Delete-ით ითიშება "გაჭედილი" პროგრამები?
25-01-2009, 13:35:57 | Goka_710

საღოლ ძმაო მაგარია ბოლოზე მაგრად ვიხალისე
10-01-2009, 22:43:45 | Ako.313

მიშველეთ რამე ტასკმენეჯერს არ იძახებს მიწერს ადმინისტრატორმა აკრძალა ეგ ფუნქციაო რესტრში შესვლისასაც იგივეს მიწერს აღარ ვიცი რა მოვიფიქრო ორჯერ დავაფორმატე სისტემა თავის დისკებიანად ლაივით დავასკანერე კომპი მხოლოდ რამდენიმე წუთით შემიშვა რესტრში შემდეგ იგივე ფანჯარა ამომიგდო დამეხმარეთ ამის მცოდნე არავინ არის საიტძე?:
20-12-2008, 19:08:12 | BERETA666

ძალიან კარგია.
მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა მაქვს.

1. არსად არ წერია, რომ პროგრამა ბმულიდან უნდა გადავწეროთ.
2. ვთქვათ, მივხვდით, რომ ასე უნდა მოვიქცეთ - მაგრამ არც ის წერია, სად უნდა ჩავაგდოთ გადმოქაჩული ფაილი.
3. ატვირთულ ფაილს სახელი არასწრორად ქვია: procexp.exe.
4. სტატიაში კი, სადაც ნახსენებია ეს ფაილი, ყველგან procesxp.exe წერია. თან, ამ სახელით ვქმნით ხომ, გასაღებს? :)
ესეც შეცდომაა.
5. Processxp.exe - სწორი ასე იქნება.
+ 6. რეგისტრ მისამართზე არ წერია curent version, windows NT - ს შემდეგ
სწორედ ეს მოდის. და მასშია, ის გასაღებები, რომლებთან ერთადაც ვქმნით
ტასკის გასაღებს.

სხვა ყველაფერი ხუთიანზე

07-12-2008, 19:44:23 | Plastic-6

Giena სტატიის ბოლო მომეწონა :D

პრინციპში ეგ პროგრამა კარგი რამეა, მარა ნოსტალგია მომენტალურად მეწვია
24-11-2008, 03:56:03 | beka_sh


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.