COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მიმოხილვები » ვიდეო ჰოსტინგებიდან ვიდეოს გადმოწერა საკუთარი ხელით!

http://www.compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=76&pp=10&sort=desc&page=2


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
ვიდეო ჰოსტინგებიდან ვიდეოს გადმოწერა საკუთარი ხელით!

ყველამ ვიცით, რომ არსებობს უამრავი ვიდეო ჰოსტინგ საიტები, სადაც შესაძლებელია, რომ ვუყუროთ სხვადასხვა სახუმარო ვიდეოს, კლიპს, რომელიმე მატჩში გატანილ გოლებს, საუკეთესო მომენტებს თამაშებიდან, ფილმებს, სერიალებს, რეკლამებს და კიდევ ათას სისულელეს. ზოგიერთი მოგვწონს და გვინდა მათი გადმოწერა. პირველ რიგში, ვეძებთ პროგრამებს ან საიტებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ საქმეში, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როდესც არც დრო გვაქვს და არც ხალისი ამ პროგრამების თუ საიტების მოსაძიებლად? არ გადმოვწეროთ ვიდეო და პირდაპირ საიტზე ვუყუროთ ხოლმე როდესაც მოგვინდება? მე უკეთეს ვარიანტს შემოგთავაზებთ. ვცადოთ მათი გადმოწერა ჩვენი ხელით. ეს იქნება ჭეშმარიტი პასუხი სხვადასხვა ფასიანი თუ უფასო პროგრამის (ან საიტის) შემქმნელებისათვის. მათ თუ შეძლეს, ჩვენ რა ფეტვი გვირევია? :-) პირველ რიგში გვჭირდება რაიმე ინტერნეტ ბროუზერი. მე გამოვიყენებ საყვარელ და ყველასთვის ცნობილ Internet Explorer-ის მეშვიდე ვერსიას, და კიდევ ერთი რამ კომფორტისთვის, რაიმე ნორმალური ტექსტური რედაქტორი, რომელიც არჩევს ტეგებს, სკრიპტებს, ბმულებს, კომენტარებს და მისთანებს ერთმანეთისგან. პირადად მე, ვიყენებ პროგრამა EmEditor Professional 7.02 ვერსიას. ჯერ ქართულებს მივხედოთ, შემდეგ უცხოურებსაც გადავავლოთ თვალი.

ვიდეოს გადმოწერა Myvideo.ge-დან
საქმე ძალიან მარტივად არის. მაგალითად გვინდა ვიდეო, რომლის ბმულიც არის შემდეგი:
http://www.myvideo.ge/?video_id=229192
მაშინ, ჩვენი გადმოსაწერი ბმული იქნება:
http://www.myvideo.ge/flv/23/229192.flv
თან არ გვაწყენდა გაშიფრვა, თუ რატომ მაინცდამაინც ესე, საქმე მარტივია, ვიცით რომ საიტის მისამართი არის http://www.myvideo.ge ეგ გავარკვიეთ, /flv/ არის საქაღალდე, რომელშიც განლაგებულია, კიდევ ბევრი საქაღალდე ნომრების მიხედვით, ეს ნომრები ენიჭება საქაღალდეებს ატვირთული ვიდეოების რაოდენობით, აი ჩვენს ბმულში გვაქვს video_id=229192 ანუ ვიდეოს სახელი არის 229192 ჩვენ კი ჩვენს გადმოსაწერ ბმულში ვუთითებთ, რომ ეს ფაილი არის საქაღალდეში რომლის სახელი არის /23/ რადგან ვიდეოს სახელი 22-ით იწყება, ანუ ყოველი მეათასე ფაილი ახალ საქაღალდეში გადადის. /23/229192.flv გავარკვიეთ რომ ეს ფაილი არის საქაღალდეში /23/ შემდეგ მოდის უკვე ვიდეო ფაილის სახელი ანუ 229192 და წერტილის შემდეგ ვუთითებთ ფაილის გაფართოებას ანუ flv-ს. საბოლოო ჯამში, ვიღებთ ჩვენს გადმოსაწერ ბმულს და ვიწერთ ვიდეოს http://www.myvideo.ge/flv/23/229192.flv

ვიდეოს გადმოწერა allvideos.ge-დან
Myvideo.ge-სგან განსხვავებით, აქ უკვე კოდში მოგვიწევს ძრომიალი. აბა მზად ხართ? მაშინ შევუდგეთ. პირველ რიგში მოვიძიოთ სასურველი ვიდეო. ჩემს შემთხვევაში ეს იქნება ვიდეო:
http://allvideos.ge/video.php?uid=KNQNNUMTS მოდით ვნახოთ მისი კოდი (მარჯვენა ღილაკი საიტზე ცარიელ ადგილას და ვირჩევთ ბრძანებას View Source, შემდეგ ვაწვებით ღილაკს F3-ი და ვწერთ შიგნით სიტყვას file ანუ ვეძებთ მისამართს, სადაც არის ჩვენი ვიდეო. გვჭირდება ასეთი ჩანაწერი კოდში რომელსაც სურათზე ხედავთ. ეს მიუთითებს იმას, რომ ფაილი მდებარეობს ამ მისამართზე და აქედან გადაეცემა სკრიპტს საჩვენებლად. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ეს ჩანაწერი:
http://allvideos.ge/xml.php?uid=storage1/:940:20080716186536974663

აქ http://allvideos.ge/ არის საიტის მისამართი, მე მგონი ისედაც ყველა ხვდებოდით :-) xml.php ეს არის სკიპტი რომელსაც გადაეცემა ვიდეო, uid= უნივერსალური კოდი ვიდეოსთვის (UID=Universal ID), storage1/ ეს არის მისამართი, თუ რომელ ვინჩესტერზე (ან სერვერზე) არის ჩვენი ვიდეო, 940 არის მომხმარებლის ნომერი (რომელმაც ატვირთა ვიდეო) და 20080716186536974663 არის თვითონ ვიდეოს სახელი, ეხლა შევკრიბოთ ყველაფერი თავიდან და მივიღოთ გადმოსაწერი ბმული. ანუ ვიცით რომ საიტი არის http://allvideos.ge/ xml.php?uid= ეს ადგილი არ გვაინტერესებს (ანუ სკრიპტი და UID) შემდეგ მოდის storage1/ თან მივამატოთ, გამოგვივიდა http://allvideos.ge/storage1/ შემდეგ მოდიოდა მომხმარებლის ნომერი 940, კიდევ მივუმატოთ http://allvideos.ge/storage1/940 აი აქ კი გავჩერდეთ ცოტა ხანი. კი ვიცით, რომ ფაილის სახელია 20080716186536974663, მაგრამ ეს ფაილი არის რომელიღაც საქაღალდეში აუცილებლად და აქვს თავისი გაფართოება. საქაღალდე არის videos, ფაილის გაფართოება კი flv კიდევ თუ მივუმატებთ ამ ინფორმაციას ერთმანეთს, მივიღებთ ასეთ შედეგს:
http://allvideos.ge/storage1/940/videos/20080716186536974663.flv ისღა დაგრჩენიათ დააჭიროთ ბმულს ხელი და გადმოწეროთ ვიდეო:-)

ვიდეოს გადმოწერა tvali.ge-დან
აქ საკმაოდ სასაცილოდ გვაქვს საქმე, გახსენით ისევ ვებ გვერდის კოდი ბრძანებით View Source და მოძებნეთ სიტყვა, რომელიც  ვიდეოს ჰქვია, ჩემს შემთხვევაში ვიდეოს ჰქვია ”ნატო”  და მისი მისამართია:
http://tvali.ge/index.php?action=watch&v=21353 ამიტომ გავხსნი კოდს და მოვძებნი სიტყვას ”ნატო”

დააკვირდით ზემოთ არსებულ ბმულს videos/6ae3df36f4ba08071741106.jpg სწორედ ეს არის ვიდეოს მისამართი. შემეკამათებით, კი მაგრამ jpg  ხომ სურათის გაფართოებააო, კი ბატონო ეგრეა, მაგრამ აბა შეუცვალეთ გაფართოება და მიეცით flv, მართალია ეს უკვე ვიდეოს ჰგავს, ამიტომ ჩვენი გადმოსაწერი ბმული იქნება უმარტივესი http://tvali.ge/videos/6ae3df36f4ba08071741106.flv

”სტატიის წერის დროს, შეიცვალა საიტის სკრიპტი და ახალ ვიდეოებზე სხვანაირი მეთოდის გამოყენება დაგვჭირდება, ოღონდ ეს მეთოდი უფრო მეტ შრომას და დაკვირვებას მოითხოვს. მოკლედ, შევუდგეთ. ვიდეოს ბმული იქნება ეს: http://tvali.ge/index.php?action=watch&v=22236 ეხლა ვნახოთ მისი კოდი და მოვძებნოთ სიტყვა dataNew.php (სხვანაირადაც შეიძლება, მაგრამ ესე უფრო მარტივია) მოიძებნება როგორც წესი ასეთი ჩანაწერი:

ახლა ამ ჩანაწერიდან ჩვენ გვჭირდება xml-ფაილი რომელშიც წერია ჩვენი ვიდეოს მოდიფიცირებული მისამართი თუმცა იმასაც მივხედავთ:-) როგორც ბმულში ხედავთ xml ფაილის მისამართი (რომელსაც გვატყობინებს ჩანაწერი ”xmlFile=”) არის:
http://tvali.ge/dataNew.php?vid=79d25637c88308072314455&vw=480&vh=360
შევიდეთ ახლა მაგ მისამართზე და შევხვდებით ასეთ ჩანაწერს

რას ვხედავთ აქ? გვითითებენ სად არის ჩვენი ვიდეოს მინი გამოსახულება იგივე თუმბნაილი, მაგრამ რაში გვადგება ეს ჩვეენ? ძალიან მარტივად არის საქმე, უბრალოდ ვნახოთ ამ გვერდის კოდი და მივიღებთ:

მანდ რაიმე ხომ არ გეცნობათ? პირველივე ჩანაწერი video path=" მიგვითითებს ვიდეოს პირდაპირ ბმულზე...

მე მგონი ამით ქართული სერვერების ამბავი ამოწურულია, ახლა კი მივხედოთ უცხოურ რთულ სერვერებს.

პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები






გამოხმაურება
პირველი გვერდი « 1 2 ბოლო გვერდი

youtube.com იდან გადმოწერა ხდება შემდეგნაირად

ვთქვათ ვიდეოს ლინკია : http://www.youtube.com/watch?v=jA6UlInc5BY

.com ის წინ ვამატებთ mp4 ( http://www.youtubemp4.com/watch?v=jA6UlInc5BY )

გადავდივართ სხვა საიტზე და იქიდან Save As / Destination Folder
23-12-2008, 21:34:03 | MadDoc

მართალი თუ გინდა ამდენ ჩალიჩს ვაბშე არ ვუყურებ მაგ ვიდეოს და ეგ იქნება, ანუ უფრო მარტივად მივუდგები, მივუყენებ IE7 Pro-ს ჩემს ბრაუზერს და ვიქნები ბედნიერი
26-11-2008, 21:32:59 | beka_sh

youtubeზე t ს ვერ ჩავწვდი. ყველა შემთხვევაში ეგ კოდია t=(რაც წერია)
27-10-2008, 00:20:31 | myname


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.