ყველას გვინდა როუტერი, ზოგს ინტერნეტ-შეტევისგან თავის დასაცავად, ზოგს wifi-სთვის, მაგრამ CO ამას კრძალავს. საქმე ისაა, რომ ზოგმა მომხმარებელმა როუტერები სხვა მიზნით გამოიყენა და ინტერნეტზე მეზობელებით დასვა (არავის გვეხალისება დამატებით 10-10 ლარის გადახდა) CO-ს დაუკითხავად, პროვაიდერს კი ზუსტად შემოსავლის დაკარგვის პერსპექტივა არ ხიბლავს და ცდილობს ახალ-ახალი მეთოდები შეიმუშავოს მომხმარებლების გამოსაჭერად.
პირველი მეთოდი, რომლის მიხედვითაც პროვაიდერი ინტერნეტს ჩვენი კომპის ქსელის ბარათს მაკ მისამართზე აბამდა (და ამას უნდა უზრუნველეყო ინტერნეტის მხოლოდ ერთ კომპზე არსებობა), წარმატებული არ აღმოჩნდა, მომხმარებლები მიხვდნენ, რომ თუ გამოვიყენებთ სპეციალურ როუტერს, რომლის MAC-ის გამოცვლაც შესაძლებელია და დავუყენებთ იმ ქსელის ბარათის MAC-ს, რომელზეც მიბმულია ინტერნეტი, შეგვეძლება მრავალი კომპი ჩავრთოთ ინტერნეტში დამატებითი გადასახადის გარეშე.
მეორე მეთოდის გაცნობამდე გავიგოთ, რა არის TTL: ყოველ პაკეტს (იგულისხმება TCP/UDP პაკეტები) აქვს TTL, იგივე Tilme To Live (სიცოცხლის პერიოდი), ტოლი რაღაც n-ის, რაც იმას ნიშნავს, რომ პაკეტი რაღაც n როუტერს გავლის მერე განადგურდება, ე.ი როცა TTL 0-ს უტოლდება, პაკეტი ნადგურდება.
მეორე, სულ ცინცხალი მეთოდი კი შემდეგია: მომხმარებლისგან გამოსული პაკეტის TTL ყენდება 1-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპიდან წამოსული პაკეტი როუტერის გავლის შემდეგ პირდაპირ განადგურდება და ვერ მიაღწევს ადრესატ სერვერამდე, ანუ როუტერიან მომხმარებლებს ინტერნეტი უბრალოდ არ ექნებათ.
ჩვენი მიზანია, როგორმე ჩვენს როუტერს ვასწავლოთ, რომ პაკეტს არ დააკლოს TTL, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი პაკეტი უსაფრთხოდ მიაღწევს ადრესატამდე.
სტატიაში განხილული იქნება D-link DIR-300. DIR-100 ამ საქმეში არ გამოგვადგება.
პირველ რიგში ვიწერთ განახლებას (ე.წ. "პრაშვიკას"):
http://ftp.dlink.ru/pub/Router/DIR-300/Firmware/dir300_v1.05_B05_8c5e.bin
ამის მერე უნდა ჩამოვყაროთ როუტერი, ანუ გავანულოთ დაყენებული პარამეტრები. ამისთვის ჩართულ router-ს უკან, reset pin-ში უნდა ჩავაკვეხოთ სკრეპი ან რამე იგივე ფორმის და დაახლოებით ათი წამი გავაჩეროთ. როცა სამკუთხედი ნათურა სხვანაირად დაიწყებს ციმციმს, უბრალოდ ამოიღეთ სკრეპი. როუტერი გადაიტვირთება, დაბრუნდება Default პარამეტრები. შეგვიძლია შევუდგეთ განახლებას!
ყურადღება!!!
-
1) მოცემული განახლება მიდის მხოლოდ DIR-300-ზე
-
2) განახლება უნდა გაკეთდეს როუტერთან კაბელით შეერთებული კომპიდან, არავითარ შემთხვევაში wifi-ს გავლით, აპარატურა გაფუჭდება!
-
3) განახლების დროს როუტერის, ან იმ კომპის გამორთვა, საიდანაც ხდება განახლება გამოიწვევს როუტერის დაზიანებას!
თამაშის წესები გასაგებია, შევუდგეთ საქმეს. პირველ რიგში ვაძრობთ WAN პორტიდან კაბელს, შემდეგ შევდივართ ადმინ პანელში (192.168.0.1, სახელი admin, პაროლი ცარიელი). გადავდივართ განყოფილებაში Maintenance, ვირჩევთ Firmware Update-ს და იმ ფაილს, რომელიც გადმოვწერეთ, ვაჭერთ Apply-ს და ველოდებით განახლების დასრულებას.
დასრულების შემდეგ იხილავთ admin პანელს, თუ გინდათ შედით :P ცოტა განსხვავებული იქნება. ამის მერე აუცილებად გამოდით ადმინიდან და ჩამოყარეთ როუტერი (ანუ გაიმეორეთ სკრეპის ჩაკვეხების რიტუალი), ჩამოყრის შემდეგ შედით ადმინ პანელში და დააკონფიგურეთ როუტერი როგორც გქონდათ + დაკლონეთ MAC-ი, ინტერნეტი კვლავ გეწვევათ.
გაითვალისწინეთ! ავტორი და კომპინფო არ არიან პასუხისმგებელნი თქვენს მოქმედებებზე! ამ ხერხით ინტერნეტის მეზობლებისთვის გაყოფა არღვევს CO-სთან დადებული კონტრაქტის პირობებს. ინსტრუქციების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ ინტერნეტის თქვენს ბინაში მოთავსებული კომპებისთვის გაყოფა გსურთ.
სტატიის ავტორი: otosaxel
გტხოვთ დამეხმარეთ დლინკის დრი 615 მოდელი მაქვს ცჰვეულებრივად არანაირი ცჰალიცჰი არ უნდა ისე ყოფს ნეტს ,მაგრამ სიჩქარე კვდება დზაან ვარდება და რამე მიშველეთ