COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » CompinfoPack

http://www.compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=81


CompinfoPack
ანუ საჭირო პროგრამების ნაკრები

სისტემის გადაყენება არავის გვსიამოვნებს, მაგრამ არა  20-30 წუთის ხანგრძლივობის ინსტალაციის გამო - ვისაც ეს პროცედურა ერთხელ მაინც გაუვლია, იცის, რომ ყველაზე ძნელი ყველა საჭირო პროგრამის მოძიება, ჩამოტვირთვა, დაყენება და დაკონფიგურირება გახლავთ. ამ პროცესს, როგორც წესი, 2-4 საათი მაინც სჭირდება.

კომპინფომ გადაწყვიტა, ცოტათი შეგიმსუბუქოთ ეს ტანჯვა და დღეიდან ჩვენ შემოგთავაზებთ Windows-ის გადაყენების შემდეგ საჭირო პროგრამების ნაკრებს.  ნაკრები და მასში შემავალი პროგრამები რეგულარულად განახლდება (განახლების ინტერვალი ჯერჯერბით განსაზღვრული არ არის) და განთავსდება  ჩვენს სერვერზე, რაც ნიშნავს, რომ სიჩქარესთან პრობლემები არ გექნებათ და არც CAPTCHA-ს შეყვანა და ლოდინი იქნება საჭირო.

ფორუმის წევრებთან ერთად მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ ნაკრებში უნდა მოხვდნენ მხოლოდ უფასო პროგრამები, რადგანაც კომპინფო არ ავრცელებს ვარეზულ კონტენტს და უფასო პროგრამა უფრო ადვილი განსაახლებელია ახალბედებისთვის (განსაკუთრებით ეს ეხება ანტივირუსულ პროგრამულ უზრუნველყოფას, საჭირო არ იქნება ყოველდღე ახალი ლიცენზიის ძებნა).

უფასოობა რომ ცუდ ხარისხს არ ნიშნავს, ეს დიდი ხანია ცნობილია, ასე რომ, ჩვენ მოგვეცა საშუალება აგვერჩია თავის კლასში საუკეთესო პროგრამები და ისინი მოგვეწოდებინა თქვენთვის. თითქმის არცერთ პროგრამას აკლია რაიმე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ამ მომენტის გამო; არიან გამონაკლისებიც, მაგრამ მათ ვერაფერს მოვუხერხებთ.

მაგალითად, ამ ნიშნით გამოვრიცხეთ Microsoft office 2007 და WinRar, თუმცა მათ მაგივრად ჩავსვით OpenOffice 3.0 და 7Zip - ზემოთაღნიშნულების უფასო ალტერნატივები, ორივე თითქმის საუკეთესოა თავის კლასში. მართალია, OO ახლოსაც ვერ მივა MS Office-თან გარკვეულ ასპექტებში, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ არ გვქონდა საშუალება გადაგვეხადა რამოდენიმე ასეული დოლარი ლიცენზიაში. თუმცა, რაც შეეხება 7Zip-ს, ის ნამდვილად ღირსეული შემცვლელია WinRar-ისა.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნაკრებში შედის მხოლოდ ზოგადი გამოყენების პროგრამები, ანუ ისინი, რომლებიც ყველას შეიძლება დასჭირდეს, სპეციფიკური პროგრამები, როგორებიცაა, მაგალითად, GIMP (დიზაინერებისთვის) ან Eclipse (პროგრამისტებისთვის) ნაკრებში ვერ მოხვდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი ჩამატება მომავალ ვერსიებში არ შეიძლება, ჩვენ დიდი მადლობით მივიღებთ თქვენს გამოხმაურებას, შენიშვნებს და სურვილებს, რომელთა საფუძველზეც პაკეტის შემადგენლობა თავისუფლად შეიძლება შეიცვალოს, მას თქვენ ქმნით.

გამომდინარე იქიდან, რომ ნაკრები პირველად იქმნება, დასაშვებია მასში ხარვეზების არსებობა. კიდევ ერთხელ - ჩვენ მადლობით მივიღებთ თქვენს შენიშვნებს და კრიტიკას.

ამრიგად, პაკეტი დაყოფილია რამოდენიმე კატეგორიად. ჯერჯერობით ესენია: ინტერნეტი, მულტიმედია, სისტემური უტილიტები, დაცვა, ოფისი, სხვა. მისაწვდომია როგორც მთელი პაკეტი ერთი არქივის სახით, ასევე ცალ-ცალკე კატეგორიები და პროგრამებიც კი.

გადავიდეთ უშუალოდ შემადგენლობაზე. მაშ ასე, კატეგორიების მიხედვით შემადგენლობა ასეთია:

  • ინტერნეტი: Opera, FireFox, Skype, Digsby, µTorrent, FileZilla (Client + Server), FDM (Full + Lite).
  • მულტიმედია: KMPlayer, VLC, Winamp, Aimp, Youtube Downloader, Picasa, K-Lite Codec Pack (Mega + Standard + Basic), VirtualDub, Paint.Net.
  • სისტემური უტილიტები: Unlocker, Free Hide Folders, Process Explorer NT, Advanced Systemcare Free, CCleaner, HashTab, DotNet Framework.
  • დაცვა: Avira Antivirus Personal Free, COMODO Firewall Pro.
  • ოფისი: Foxit Reader, Adobe Reader, DjVuLibre, OpenOffice.org.
  • სხვა: MyPhoneExplorer, 7zip, Daemon Tools Lite, InfraRecorder, TeamViewer (Full + QS), worldweb Dictionary, VertrigoServ, Notepad++, Screen Print & Capture, Hamachi.

ცალ-ცალკე პროგრამებს ამჯერად არ მომივიხილავთ, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია მათი აღწერების და სკრინშოტების დამატებაც.

მაშ ასე, სრული პაკეტი და შემადგენელი კომპონენტები შეგიძლიათ ამ ბმულებიდან დაქაჩოთ:

[სრული პაკეტის გასახსნელად დაგჭირდებათ 7zip]

სრული პაკეტი + OpenOffice.org Suite

 

პაკეტი "ინტერნეტი": Opera, FireFox, Skype, Digsby, µTorrent, Filezilla Client, FileZilla Server, FDM Full, FDM Lite;

პაკეტი "მულტიმედია"KMPlayer, VLC, Winamp, Aimp, Youtube Downloader, Picasa, K-Lite Codec Pack Full, K-Lite Codec Pack Standard, K-Lite Codec Pack Basic, VirtualDub, Paint.Net;

პაკეტი "სისტემური უტილიტები"Unlocker, Free Hide Folders, Process Explorer NT, Advanced Systemcare Free, CCleaner, HashTab, DotNet Framework;

პაკეტი "დაცვა": Avira Antivirus Personal Free, COMODO Firewall Pro;

პაკეტი "ოფისი"Foxit Reader, Adobe Reader, DjVuLibre, OpenOffice.org;

პაკეტი "სხვა"MyPhoneExplorer, 7zip, Daemon Tools Lite, InfraRecorder, TeamViewer Full, TeamViewer QS, Worldweb Dictionary, VertrigoServ, Notepad++, Screen Print & Capture, Hamachi;

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

ბმულები შესაბამის თემაზე




გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

avira რომელ წლისაა ძველია თუ ახალი
20-05-2009, 10:53:26 | machkhana

ისე კაი პონტია ზბორშო რომაა ეს პროგრამები და არ გიწევს სათითაოდ გადმოწერა
20-05-2009, 10:51:52 | machkhana

total commander-საც თუ დაუმატებთ კარგი იქნება ;)
11-05-2009, 20:31:16 |

აჰა, მივხვდი, non commercial-ზე უნდა დამეყენებინა ლიცენზია.

მე მაპატიეთ.
16-04-2009, 23:12:42 | Plastic-6

რა მაინტერესებს, Hamachi ნამდვილად უფასოა?!
მე დავაყენე და 30 trial-იო, მიწერს.
16-04-2009, 19:50:34 | Plastic-6

zuradW

iTunes, Google Earth, Nokia PC suite და Nokia Software Updater ყველასთვის აუცილებელი არაა, ასე რომ, ვერ ჩავამატებთ.

GOM-ის მაგივრად კი გვაქვს KMPlayer.
11-04-2009, 17:42:47 | domen

უუი DAEMON Tools Lite ყოფილა
10-04-2009, 16:49:15 | zuradW

და კიდევ iTunes, Google Earth, DAEMON Tools Lite, gom player, Nokia PC suite, Nokia Software Updater ეს პროგები რომ ჩაამატოთ შემდგომში.
10-04-2009, 16:46:58 | zuradW

Blaster_David

რამოდენიმე დღე ვიყენებდი BurnAware-ს. დიდი ვერაფერი. მაგას ისევ Cd Burner Xp ჯობს. დისკის ჩასაწერად უფასო პროგრამები ძალიან ბევრია... :)
07-04-2009, 22:51:51 | Plastic-6

გასაგებია. BurnAware ამ პროგზე რას იტყვით? მე პირადად ვიყენებ ამის უფასო ვერსიას და ძალიან მომწონს :) პატარა, მოხერხებული და მარტივი პროგია. ნერო დამავიწყდა საერთოდ როგორია (მე მარტო დისკების ჩასაწერად ვიყენებდი ნეროს)
07-04-2009, 06:23:22 | Blaster_David


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.