COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » მიმოხილვები » ჩავწეროთ ჩამტვირთავი დისკის ასლის დისკზე სწორად

http://www.compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=83


ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
ჩავწეროთ ჩამტვირთავი დისკის ასლის დისკზე სწორად

ეს არ გახლავთ ინსტრუქციები წინწასული მომხმარებლებისთვის, სტატია უფრო FAQ სტილისაა და ახლაბედებისთვის გასაგებად, დაწვრილებით ხსნის, როგორ უნდა ჩაიწეროს ჩამტვირთავი დისკის ასლი (იმიჯი) CD-ზე.

სტატიის დაწერა გვიბიძგა იმ ფაქტმა, რომ სხვადასხვა ფორუმზე იხსნება (ან ოფდება) უამრავი თემა ასეთი სტილის კითხვებით: „BOOT CD-პროგრამა რომ არის როგორ ჩავწერო CD-ზე?“, „აი ვთქვათ ავოდედან გადმოვწერე ვინდოუსი. როგორ ჩავწერო დისკზე ისე რომ ბუტი იყოს?“ „გადმოვწერე Windows და დისკზე როგორც ჩანს არასწორად ვწერ და დეტალებში მითხარით როგორ ვქნა?“
 
ამ კითხვების ავტორებს, რომ შევასწოროთ და გასაგები გავხადოთ, უნდოდათ ეკითხათ „მაქვს ჩამტვირთავი დისკის ასლი, როგორ ჩავწერო დისკზე, რომ ჩამტვირთავის ფუნქცია შეინარჩუნოს?“
 
სანამ ჩაწერის ინსტრუქციებზე გადავიდოდეთ, ჯერ განვმარტოთ, რას ნიშნავს დისკის ასლი და ჩამტვირთავი დისკი.
 
დისკის ასლი გახლავთ ერთი ფაილი, რომელზეც ინახება დისკის შიგთავსი ბინარული სიზუსტით, ანუ დისკის ასლი შეადგენს 1-იანების და 0-იანების მიმდევრობას, ზუსტად ისეთს, როგორიც დისკზეა. ეს საშუალებას იძლევა, დისკი ციფრული სახით შევინახოთ და მოსახერხებელ დროს და ადგილას გადავწეროთ სხვა დისკზე. განსაკუთრებით მოსახერხებელი ეს მეთოდი დისკის ციფრული გავრცელებისთვისაა - იმისთვის, რომ თქვენი სხვა ქვეყანაში მყოფი მეგობრისგან დისკის ინათხოვროთ, საკმარისია სთხოვოთ მას, გადაიღოს ამ დისკის ასლი და გამოგიგზავნოთ. შემდეგ ჩაწერთ ამ ასლს ცარიელ დისკზე და გამოიყენებთ. დისკის ასლის დანიშნულება გასაგებია, გადავიდეთ ჩამტვირთავ დისკზე.
 
Boot Disc ანუ ჩამტვირთავი დისკი ეწოდება დისკს, რომლიდანაც შესაძლებელია კომპიუტერის ჩატვირთვა. დისკზე შეიძლება იყოს რაიმე ცალკეული უტილიტა ან მათი ნაკრები (მაგალითად, Hiren’s BootCD ან რომელიმე ანტივირის RescueCD), ოპერაციული სისტემის საინსტალაციო (Windows XP SP3-ის, მაგალითად) ან „ცოცხალი“ ოპერაციული სისტემა (მაგალითად, Knoppix). მოკლედ, ვარიანტი ბევრია. დისკს ჩამტვირთავად ხდის ინსტრუქციების მიმდევრობა, რომელიც სპეციალურ ადგილას, ჩამტვირთავ სექტორზე (Boot Sector) ინახება. კომპიუტერის ჩართვისას BIOS მიმართავს ამ სექტორს, გადასცემს მართვას იქ მითითებულ ფაილს და ჩატვირთვა ამ ფაილიდან გრძელდება.
 
ჩამტვირთავი დისკის მეორე დისკზე კოპირებისთვის საკმარისი არაა უბრალოდ ერთი დისკის შიგთავსის სადმე მყარი დისკის საქაღალდეში დაკოპირება და ამ შიგთავსის მეორე დისკზე ჩაწერა. ამ დროს ჩამტვირთავი სექტორი არ კოპირდება და უბრალო ფაილების საცავს ვიღებთ. აი, ზუსტად აქაა საჭირო დისკის ასლის გადაღება. ჩამტვირთავი დისკის ასლი ინახავს ჩამტვირთავ სექტორს და მისი დისკზე ჩაწერის შემთხვევაში ჩამტვირთავ დისკს მივიღებთ.
 
ორიოდე სიტყვა ასლების ფორმატებზე. არის მრავალი ფორმატი, თუმცა ყველაზე გავრცელებული ISO გახლავთ (სხვა ცოტა ნაკლებად გავრცელებული ფორმატებია BIN, NRG, DAA და ა.შ.) და ყველაზე მეტი შანსია, სწორად ამ ფორმატით ჩაწერილ ასლს გადაეყაროთ, ჩვენი სატესტო ასლიც ამ ISO-შია ჩაწერილი. ჩაწერის პროცედურის მხრივ ფორმატებს შორის განსხვავება არ არის, მთავარია, თქვენი ჩამწერი პროგრამა მხარს უჭერდეს იმ ფორმატის, რომელში ჩაწერილი ასლიც გაქვთ.
 
კარგი, ჩავთვალოთ, რომ საიდანღაც გვაქვს ჩამტვირთავი დისკის ასლი და დავუბრუნდეთ დასაწყისში დასმულ კითხვას - როგორ ჩავწეროთ ის დისკზე ისე, რომ ჩამტვირთავი დისკი მივიღოთ?
 
არსებობს მრავალი უფასო თუ ფასიანი პროგრამა დისკის ასლის დისკზე ჩასაწერად, ჩვენ მოგაწვდით ჩაწერის ინსტრუქციებს რამდენიმე უფასო მათგანისთვის. ფასიანების ამოგდების მიზეზი ორია. ერთი, რომ ჩვენ ვცდილობთ უფასო პროგრამებზე გადავიტანოთ ყურადღება (გამომდინარე ჩვენი ანტი-ვარეზული განწყობიდან) და მეორე, ამ საქმეს უფასო პროგრამები ისევე კარგად უმკლავდებიან, როგორც ფასიანი ანალოგები. ასე რომ, ამ უკანასკნელთა საჭიროება, ფაქტობრივად, არ არის.
 
ბოლო შენიშვნა - ქვემოთ მოყვანილი პროგრამების ინსტალაცია ძალიან მარტივი საქმეა, ამიტომ ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენ ამას თავი უკვე გაართვით და ინსტრუქციებში ინსტალაციის პროცედურას აღარ შევიტანთ. გადავიდეთ ინსტრუქციებზე.
  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება

საღოლ მაგრები ხართ
01-07-2009, 00:57:52 | tengo18

საღოლ კაი რამეა გამომადგა
16-06-2009, 12:23:27 | GioDorcel

ყოჩაღ, gi0_kiborg!

მართლა ბევრი გიშრომია.

და "Burn Aware Free"-ს სქრინები არ ჩანს, თუ მეჩვენება? :)
28-04-2009, 18:51:03 | Plastic-6

ეს ყველაფერი კარგია,თუ შეიძლება ACRONIS ზე დაწვრილებითი ინფორმაცია სადშეიძლება ვნახო?
27-04-2009, 00:30:59 | mero-777


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.