COMPINFO - კომპიუტერული ინფორმაცია - სტატიები » ოპერაციული სისტემები » Windows » Windows XP - სარჩევი

http://www.compinfo.ge/index.php?type=special&area=1&p=articles&id=84&pp=10&sort=desc&page=1


Windows XP - სარჩევი

ამ სტატიის მიზანია თავი მოვუყაროთ და მოსახერხებელი ფორმით წარმოვადგინოთ ის დიდი მასალა, რომელიც compinfo-ს საიტსა და ფორუმზე დაგროვდა Windows XP-ს დაყენებისა და გამართვის ინსტრუქციებთან დაკავშირებით.
 
სტატია განკუთვნილია ახალბედა მომხმარებლებისთვის, რათა მათ მარტივად შეძლონ საკუთარ თუ სხვის კომპზე windows XP-დაყენება და აღარ დასვან ერთი და იგივე შეკითხვები, რითაც საკუთარ დროსაც დაზოგავენ და ფორუმსაც, გარკვეულწილად.
 
მაშ ასე, დავიწყოთ:
 
რომელი Windows XP გადმოვწერო და საიდან?
 
პირველ რიგში, Windows XP-ს ვერსიების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ თემას win xp ვარიაციები, მათ შორის განსხვავება, მასში დაწვრილებითაა აღწერილი Microsoft Windows XP-ს ყველა გამოცემა და მათ შორის განსხვავებები.
 
ქართულ (და არა მარტო ქართულ) ვარეზ სივრცეში უხვად მოიპოვება Windows XP-ს სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც არ არიან აღწერილი ზემოთხსენებულ თემაში იმის გამო, რომ ყველა სხვა დანარჩენი ვარიაცია მომხმარებლების მიერ „გადაკეთებული“ დისტრიბუტივებია. როგორც წესი, მათი უმეტესობა არაფრად ვარგა და დაყენებიდან რამდენიმე დღეში ურევს, ეჭედება და სტაბილურობას კარგავს, ამიტომ არ ენდოთ აღწერებს საიტებზე, რომლებიც ფანტასტიკური შესაძლებლობების და ყველა ვირუსებისგან დაცულ XP-ს გთავაზობენ. ეს უბრალოდ ტყუილია.
 
XP-ს დაყენება რეკომენდირებულია ასეთი ან უკეთესი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერზე:
 
პროცესორი
800Mhz Celeron
RAM
256 MB
HDD
20 GB
CD ROM; Keyboard; Mouse
 
XP-ს ბოლო ვერსია, Service Pack 3 შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ ბმულიდან (დიდი მადლობა ფორუმელს Plastic მისი მოწოდებისთვის): Windows Xp (En) With Service Pack 3, Volume License ან ამ ტორენტიდან: Thepiratebay - English Windows Xp Sp3, VL.
 
თუ კომპი ზემოთ აღწერილი ნაწილების მსგავსი ნაწილებითაა დაკომპლექტებული, ჯობს დააყენოთ Windows Xp (En) With Service Pack 2 (მადლობა Power_Vano-ს მისი მოწოდებისთვის).
 
ზემოთ მოცემული Windows XP SP3 არის ოფიციალური, Microsoft-ის მიერ გამოშვებული (VL - საცალო ლიცენზიის) დისკის ასლები.
 
ამ ასლების დისკზე ჩაწერაში შეგიძლიათ დაიხმაროთ სტატია ჩავწეროთ ჩამტვირთავი დისკის ასლის დისკზე სწორად.
 
როგორ დავაყენოთ Windows?
 
ამ კითხვას პასუხს სცემს ჩვენი სტატია Windows XP-ს ინსტალაცია საკუთარი ხელებით, მოცემულ სტატიაში დასურათებულია და დაწვრილებითაა გადმოცემული ინსტალაციის თიითოეული ეტაპი
 
როგორ გავიარო Microsoft Genuine Advantage ვალიდაცია?
 
Windows-ის დასაინსტალირებლად გამოდგება შემდეგი სერიული ნომერი:
 
D36RK-QDFFD-BTWWY-BT7KK-43MGM
 
დღევანდელი მდგომარეობით, Windows XP ამ სერიული ნომრით უპრობლემოდ გადის ვალიდაციას. თუ დამატებითი პრობლემები შეგექმნათ ან საერთოდ გაინტერესებთ, რას ნიშნავს Genuine Advantage ან ვალიდაცია, თქვენთვის გვაქვს სტატია Windows XP-ს 100%--იანი აქტივაცია.
 
ყურადღება! სტატიაში მოცემული ფაილების ნაწილს ანტივირუსები აღიქვამენ, როგორც მავნე ფაილებს და ბლოკავენ. ნუ შეგეშინდებათ, სინამდვილეში ეს ფაილები მავნეები არ არიან, ისინი იმის გამო იბლოკებიან, რომ მათი წყალობით ტყდება სისტემა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში (ჩვენ ჯერჯერობით მათ რიცხვს არ ვეკუთვნით :-)).
 
ინსტალაციის შემდეგ აუცილებლად გაუკეთეთ სისტემას განახლება Windows update-თი, მართალია, დროს მოითხოვს, მაგრამ რომ იტყვიან "ამისთვის ღირს ლოდინი". განახლებების გარეშე თქვენი სისტემა უახლესი ანტივირუსის ქონის შემთხვევაშიც კი დაუცველი რჩება. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სიახლე ვიცავთ თავს Conficker-ისგან!
 
სად ვიშოვო დრაივერები?
 
ზემოთ აღნიშნულ სტატიაში არის ამაზე მოთხრობილი, მაგრამ გვინდა დავამატოთ [ფორუმი]Universal XP Drivers Pack 2, დრაივერების დიდი ნაკრები (მადლობა ფორუმელს Bekward). ამ თემაში ნახავთ ამ დროისთვის გამოშვებული აპარატურის დრაივერების დიდ უმრავლესობას, თუმცა, ჯობს, მწარმოებლის საიტიდან გადმოწერილი უახლესი დრაივერები გამოიყენოთ.
 
სად ვიშოვო საჭირო პროგრამები?
 
ინსტალაცია უკვე დასრულდა, მაგრამ შიშველი Windows-ით ბევრს ვერაფერს გააკეთებთ, საჭიროა დოკუმენტებთან მუშაობა, HD ვიდეოს ყურება, დაცული კომპი და ა.შ
 
ყველაფერი ამისთვის უამრავი სოფტი არსებობს, სხვადასხვა ხარისხის და სხვადასხვა ფასის. Compinfo გიზოგავთ დროს და გთავაზობთ საუკეთესო უფასო პროგრამების ნაკრებს: CompinfoPack : მარტი 2010. ნაკრებში შესულია ყველასთვის საჭირო ზოგადი დანიშნულების პროგრამები.
 
შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ შესაბამის თემებს ფორუმზე:
 
gi0_kiborg

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე



გამოხმაურება
პირველი გვერდი 1 2 » ბოლო გვერდი

გამარჯობატ სეგიზლიატ მასცავლოტ ფლესკიდან ვინდოუსი როგორ დავაკენო კომპზე.მახვს ბუკის ტიპის კომპი?
02-11-2013, 13:02:59 | roveri

გამარჯობატ სეგიზლიატ მასცავლოტ ფლესკიტ ვინდოუსი როგორ დავაკენო.მახვს ბუკის ტიპის კომპი?
02-11-2013, 12:56:09 | roveri

dato29
ამ პროგრამით:
http://www.techpowerup.com/gpuz/
ან კიდევ My Computer-ზე მარჯვენა კლიკი, Manage და შედი Device Manager-ში(მარცხენა მხარეს) და იქ Display Adapter-ში ნახე რა წერია
14-07-2011, 14:00:18 | Gio_kiborg

განახლებული გადმოსაწერი ბმული:
Windows XP SP3 Original Image
14-07-2011, 13:54:24 | Gio_kiborg

ძაან გთხოვთ დაწეროთ ჩემი კომპის ვიდეოკარტა როგორ გავიგო? ნოუთბუქზე.
05-11-2010, 10:53:42 | dato29

განახლებული ლინკი XP SP3 VL-ისთვის DOWNLOAD
09-06-2010, 13:38:53 | Gio_kiborg

D36RK-QDFFD-BTWWY-BT7KK-43MGM
ეს სრიული ნომერი მიდის SP2-ზეც და SP3-ზეც (VL ვერსიაზე, ანუ რაც აქაა)
ქვემოთ კომენტარში რომ XP_SP2_Lite ლინკია, საერთოდ არ უნდა სერიალი, რადგან N-lite-თი წინასწარ ცავუწერე, მაგრამ თუკი ვალიდაციის პრობლემა შეგექმნათ, იცით რაც უნდა ქნათ.....
23-09-2009, 14:41:58 | Gio_kiborg

მერე ეგ სერვის პაკ3-ზე და სერვის პაკ 2-ს რა არ უნდა სერიული ნომერი?
04-09-2009, 15:49:42 | chovelidze

Download XP_SP2_Lite
განსაკუთრებულად მოძველებული კონფიგურაციისთვის,
დატესტილია ბევრ კომპზე და მუშაობს მშვენივრად
31-07-2009, 20:05:45 | Gio_kiborg

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის
04-05-2009, 21:16:11 | oto.go


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.