მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






Windows XP - სარჩევი

ამ სტატიის მიზანია თავი მოვუყაროთ და მოსახერხებელი ფორმით წარმოვადგინოთ ის დიდი მასალა, რომელიც compinfo-ს საიტსა და ფორუმზე დაგროვდა Windows XP-ს დაყენებისა და გამართვის ინსტრუქციებთან დაკავშირებით.
 
სტატია განკუთვნილია ახალბედა მომხმარებლებისთვის, რათა მათ მარტივად შეძლონ საკუთარ თუ სხვის კომპზე windows XP-დაყენება და აღარ დასვან ერთი და იგივე შეკითხვები, რითაც საკუთარ დროსაც დაზოგავენ და ფორუმსაც, გარკვეულწილად.
 
მაშ ასე, დავიწყოთ:
 
რომელი Windows XP გადმოვწერო და საიდან?
 
პირველ რიგში, Windows XP-ს ვერსიების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ თემას win xp ვარიაციები, მათ შორის განსხვავება, მასში დაწვრილებითაა აღწერილი Microsoft Windows XP-ს ყველა გამოცემა და მათ შორის განსხვავებები.
 
ქართულ (და არა მარტო ქართულ) ვარეზ სივრცეში უხვად მოიპოვება Windows XP-ს სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც არ არიან აღწერილი ზემოთხსენებულ თემაში იმის გამო, რომ ყველა სხვა დანარჩენი ვარიაცია მომხმარებლების მიერ „გადაკეთებული“ დისტრიბუტივებია. როგორც წესი, მათი უმეტესობა არაფრად ვარგა და დაყენებიდან რამდენიმე დღეში ურევს, ეჭედება და სტაბილურობას კარგავს, ამიტომ არ ენდოთ აღწერებს საიტებზე, რომლებიც ფანტასტიკური შესაძლებლობების და ყველა ვირუსებისგან დაცულ XP-ს გთავაზობენ. ეს უბრალოდ ტყუილია.
 
XP-ს დაყენება რეკომენდირებულია ასეთი ან უკეთესი შესაძლებლობების მქონე კომპიუტერზე:
 
პროცესორი
800Mhz Celeron
RAM
256 MB
HDD
20 GB
CD ROM; Keyboard; Mouse
 
XP-ს ბოლო ვერსია, Service Pack 3 შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამ ბმულიდან (დიდი მადლობა ფორუმელს Plastic მისი მოწოდებისთვის): Windows Xp (En) With Service Pack 3, Volume License ან ამ ტორენტიდან: Thepiratebay - English Windows Xp Sp3, VL.
 
თუ კომპი ზემოთ აღწერილი ნაწილების მსგავსი ნაწილებითაა დაკომპლექტებული, ჯობს დააყენოთ Windows Xp (En) With Service Pack 2 (მადლობა Power_Vano-ს მისი მოწოდებისთვის).
 
ზემოთ მოცემული Windows XP SP3 არის ოფიციალური, Microsoft-ის მიერ გამოშვებული (VL - საცალო ლიცენზიის) დისკის ასლები.
 
ამ ასლების დისკზე ჩაწერაში შეგიძლიათ დაიხმაროთ სტატია ჩავწეროთ ჩამტვირთავი დისკის ასლის დისკზე სწორად.
 
როგორ დავაყენოთ Windows?
 
ამ კითხვას პასუხს სცემს ჩვენი სტატია Windows XP-ს ინსტალაცია საკუთარი ხელებით, მოცემულ სტატიაში დასურათებულია და დაწვრილებითაა გადმოცემული ინსტალაციის თიითოეული ეტაპი
 
როგორ გავიარო Microsoft Genuine Advantage ვალიდაცია?
 
Windows-ის დასაინსტალირებლად გამოდგება შემდეგი სერიული ნომერი:
 
D36RK-QDFFD-BTWWY-BT7KK-43MGM
 
დღევანდელი მდგომარეობით, Windows XP ამ სერიული ნომრით უპრობლემოდ გადის ვალიდაციას. თუ დამატებითი პრობლემები შეგექმნათ ან საერთოდ გაინტერესებთ, რას ნიშნავს Genuine Advantage ან ვალიდაცია, თქვენთვის გვაქვს სტატია Windows XP-ს 100%--იანი აქტივაცია.
 
ყურადღება! სტატიაში მოცემული ფაილების ნაწილს ანტივირუსები აღიქვამენ, როგორც მავნე ფაილებს და ბლოკავენ. ნუ შეგეშინდებათ, სინამდვილეში ეს ფაილები მავნეები არ არიან, ისინი იმის გამო იბლოკებიან, რომ მათი წყალობით ტყდება სისტემა, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში (ჩვენ ჯერჯერობით მათ რიცხვს არ ვეკუთვნით :-)).
 
ინსტალაციის შემდეგ აუცილებლად გაუკეთეთ სისტემას განახლება Windows update-თი, მართალია, დროს მოითხოვს, მაგრამ რომ იტყვიან "ამისთვის ღირს ლოდინი". განახლებების გარეშე თქვენი სისტემა უახლესი ანტივირუსის ქონის შემთხვევაშიც კი დაუცველი რჩება. ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სიახლე ვიცავთ თავს Conficker-ისგან!
 
სად ვიშოვო დრაივერები?
 
ზემოთ აღნიშნულ სტატიაში არის ამაზე მოთხრობილი, მაგრამ გვინდა დავამატოთ [ფორუმი]Universal XP Drivers Pack 2, დრაივერების დიდი ნაკრები (მადლობა ფორუმელს Bekward). ამ თემაში ნახავთ ამ დროისთვის გამოშვებული აპარატურის დრაივერების დიდ უმრავლესობას, თუმცა, ჯობს, მწარმოებლის საიტიდან გადმოწერილი უახლესი დრაივერები გამოიყენოთ.
 
სად ვიშოვო საჭირო პროგრამები?
 
ინსტალაცია უკვე დასრულდა, მაგრამ შიშველი Windows-ით ბევრს ვერაფერს გააკეთებთ, საჭიროა დოკუმენტებთან მუშაობა, HD ვიდეოს ყურება, დაცული კომპი და ა.შ
 
ყველაფერი ამისთვის უამრავი სოფტი არსებობს, სხვადასხვა ხარისხის და სხვადასხვა ფასის. Compinfo გიზოგავთ დროს და გთავაზობთ საუკეთესო უფასო პროგრამების ნაკრებს: CompinfoPack : მარტი 2010. ნაკრებში შესულია ყველასთვის საჭირო ზოგადი დანიშნულების პროგრამები.
 
შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ შესაბამის თემებს ფორუმზე:
 
gi0_kiborg

  
ინფორმაცია


თემატური სტატიები




სიახლეები შესაბამის თემაზე

სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 3
შეფასება: 1.3



გამოხმაურება

oto.go
ციტატა
windows xp sp2 ჯობია თუ sp3-ი? რომელი უფრო მუშა ვერსიაა?

საერთოდ Sp არის განახლება, აპდეიტები + კიდევ სხვადასხვა ჩასწორებები.
რა თქმა უნდა რაც უფრო ახალია სისტემა მით უფრო კარგია, ამიტომ ამოძირკვა SP2 უცბად SP3 :), მაგრამ (რიტორიკული მაგრამ ).
SP3-ის დროს M$-მა ყურადღება გაამახვილა, წარმადობაზე და მე თუ მკითხავ დაცვის მხრივ დაახ. SP1-ის ვარანშია და კიდევ M$-მა რამდენმე აპდეიტი გამოტოვა მაგ. დროს სარტყლის.
ამით ქნა ის რომ გვიბიძგებს Win Vista-ზე გადასვლას. ამიტომ პირად მანქანაზე მიყენია Sp2 + ყველა განახლება (განახლებების დაყენაბას თუ არ აპირებ პირდაპირ SP3, მაგრამ ამასაც უნდა განახლება). ანუ დააყენე Sp2 + update
P. S.
ეს კომენტარის ფორმაა მსგავსი შეითხვები დასვი ფორუმზე ;)
04-05-2009, 20:08:38 | otosaxel

გთხოვთ მოპასუხოთ დასმულ კითხვაზე
04-05-2009, 18:28:35 | oto.go

თქვენ რომელ windows-ს მირჩევთ SP2-ს თუ SP3-ს?
03-05-2009, 19:20:07 | oto.go

windows xp sp2 ჯობია თუ sp3-ი? რომელი უფრო მუშა ვერსიაა?
02-05-2009, 00:04:27 | oto.go

otosaxel მადლობა, გაიხარე!
27-04-2009, 14:02:02 | Unforgiven

მე ვინდოუსი 120მეგაჰერციან და 90 მეგაბაიტი ოპერატიულის მქონე კომპზე ჩავწერე ვინჩესტერი ქონდა 4 გეგაბაიტი, თუ ვინმემ იცით მედია ცენტრი ვინდოუსი აი მაგი ძაან მაგარია მაგრამ სპეციფიური დაყენება უნდა
25-04-2009, 17:56:37 | yifo

Unforgiven
ციტატა
ამ Service Pack 3-ს სერიული ნომერი არ ჭირდება? დისკზე რო ჩავწერო და ვიდოუსის გადაყენება დავიწყო, შუა გზაზე სეიულ ნომერს ხო არ მომთხოვს?

დეტალურად წაგეკითხა :), ორიგინალს როგორ შეიძლება სერიული ნომერი არ ჭირდებოდეს?
არ წერია ეს:
ციტატა
Windows-ის დასაინსტალირებლად გამოდგება შემდეგი სერიული ნომერი:

D36RK-QDFFD-BTWWY-BT7KK-43MGM
23-04-2009, 20:53:12 | otosaxel

ამ Service Pack 3-ს სერიული ნომერი არ ჭირდება? დისკზე რო ჩავწერო და ვიდოუსის გადაყენება დავიწყო, შუა გზაზე სეიულ ნომერს ხო არ მომთხოვს?
23-04-2009, 18:53:17 | Unforgiven


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.