როგორ მოვიშოროთ ვირუსები
ვირუსები და მათი პრევენცია მთელი თემაა, მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როცა დაცვის მექანიზმებმა არ იმუშავა და ვირუსი უკვე ჩვენს სისტემაშია? როგორ ამოვძირკვოთ ის? ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი ანტივირუსიც თავისუფლად უმკლავდება ამ ამოცანას, მაგრამ ხანდახან გამოჩნდება „ჯიუტი" ვირუსი, რომელსაც ეს მიდგომა არ შველის, მასთან საბრძოლველად განსაკუთრებული მეთოდები გვჭირდება. ამ სტატიაში სწორედ მათ განვიხილავთ. Eldorado O-ს ფოტო ჩვენი მიდგომა შემდეგი იქნება: გამოვიყენებთ უფასო ანტივირუსულ პროდუქტებს, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი ე.წ. Live ოპერაციული სისტემები და იტვითებიან დისკიდან, მთავარი ოპერაციული სისტემის ჩართვის გარეშე. მეთოდის მარილი ისაა, რომ ამ დროს ვირუსი პასიურია, არ ეშვება და ვერ იქმნის „სამალავს", რომელიც ანტივირუსს მის პოვნას უძნელებს. განვიხილავთ ორი უფასო პროდუქტს, რომლებიც პრაქტიკიდან გამომდინარე ყველაზე ეფექტურნი არიან. მაშ ასე, დავიწყოთ. პირველი გვერდი 1 2 3 » ბოლო გვერდი |
|
გადმოვიწერე Dr.Web-ის ISO ფაილი და ფლეშზე ჩავწერე Unetbootin-ით, ჩატვირთვის დროს კი რაღაც ერორი გამომიგდო /bin/sh საქაღალდეში რაღაც tty ფაილი ვერ მოიძებნაო... რისი ბრალია? CD-ROM-ი გაფუჭებული მაქვს ასე რომ დისკიდან ვერ ვტვირთავ... :(