მთავარი  |    ფორუმი  |    FAQ  |    წესები  |    რეკლამა ჩვენთან  |    კონტაქტი  |    რუქა






ადგილმდებარეობა  მთავარი » სტატიები » მიმოხილვები
ვბლოკავთ Avira-ს რეკლამებს

კომპინფოს მკითხველებს და წევრებს შორის Avira AntiVir Free საკმაოდ პოპულარულია. უფასოობისა და საიმედოობის მაღალი დონის გამო ის CompinfoPack-შიც მოხვდა და ალბათ კიდევ კარგა ხანს დარჩება იქ. ერთადერთი მინუსი, რაც ამ პროგრამას გააჩნია, ესაა Nag Screen, ანუ განახლებისას ამოვარდნილი სარეკლამო ფანჯარა.

Avira Nag Screen | Avira-ს სარეკლამო ფანჯარა

რამდენიმე დღის წინ ჩვენს ფორუმზე დაიწყო განხილვები ამ სარეკლამო ფანჯრის მოშორების შესახებ და უკვე არსებობს ხუთი სრულიად მუშა გადაწყვეტა. ამ სტატიაში თანმიმდევრობით მოვიყვანთ ხუთივეს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი (ან რამდენიმე ერთად) გამოიყენოთ, თქვენი გემოვნების მიხედვით.

მეთოდი პირველი:

დაქაჩეთ ეს ფაილი და ჩააგდეთ სტარტაპში (Start > All Programs > Startup). არ შეუცვალოთ სახელი.

ეს ფაილი გახლავთ პატარა სკრიპტი, რომელიც Avira-ს სარეკლამო ფანჯარას გახსნისთანავე ხურავს. ეს ისე სწრაფად ხდება, რომ თქვენ ფანჯარას საერთოდ ვერ ამჩნევთ.

მეთოდი მეორე:

  1. შედით Start > Run > აკრიფეთ gpedit.msc > OK
  2. შედით User Configuration > Administrative Templates > System
  3. მოძებნეთ Don't run specified Windows applications და ორჯერ დაკლიკეთ
  4. გადამრთველი დააყენეთ მნიშვნელობაზე Enabled და დააჭირეთ ღილაკს Show...
  5. გამოსულ ფანჯარაში ტექსტურ ველში ჩაწერეთ avnotify.exe და დააჭირეთ ღილაკს OK
  6. ყველა გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს OK

ეს მეთოდი სისტემის დონეზე კრძალავს avnotify.exe-ს გაშვებას, რომელიც, როგორც მიხვდით, სწორედ რეკლამის გამშვები ფაილია. როცა განახლების შემდეგ Avira რეკლამის გაშვებას დააპირებს, სისტემა მას ამის ნებას უბრალოდ არ დართავს.

მეთოდი მესამე:

  1. შედით Avira-ს საქაღალდეში, უმეტეს შემთხვევაში მოთავსებული იქნება მისამართზე C:\Program Files\Avira\AntiVir Desktop
  2. მოძებნეთ ფაილი avnotify.exe, მიამარჯვენაკლიკეთ და გახსენით Properties, შემდეგ ტაბი Security
  3. დააჭირეთ ღილაკს Edit და System ანგარიშის უფლებებში Deny სვეტში მონიშნეთ Read & Execute
  4. ყველა ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს OK

ეს მეთოდი სისტემურ დონეზე კრძალავს ფაილის avnotify.exe გაშვებას, თითქმის იგივეა, რაც წინა მეთოდში.

მეთოდი მეოთხე:

  1. შედით Avira-ს საქაღალდეში, უმეტეს შემთხვევაში მოთავსებული იქნება მისამართზე C:\Program Files\Avira\AntiVir Desktop
  2. მოძებნეთ ფაილი avnotify.exe, მიამარჯვენაკლიკეთ და გახსენით Properties, შემდეგ ტაბი Compatibility
  3. მონიშნეთ "Run this program in compatibility mode for" და ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ Windows 95
  4. დააჭირეთ ღილაკს OK

ახლა avnotify.exe ეცდება გაეშვას Windows 95-თან თავსებად რეჟიმში, რაც შეუძლებელია. ამიტომ ის საერთოდ არ გაეშვება.

მეთოდი მეხუთე:

  1. შედით Avira-ს საქაღალდეში, უმეტეს შემთხვევაში მოთავსებული იქნება მისამართზე C:\Program Files\Avira\AntiVir Desktop
  2. მოძებნეთ ფაილი avnotify.exe, მიამარჯვენაკლიკეთ და გახსენით Properties
  3. მონიშნეთ Read-Only და Hidden
  4. დააჭირეთ ღილაკს OK

ეს მეთოდი მალავს ფაილს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ის არ გაეშვება Avira-ს მოთხოვნისას.

სულ ეს იყო, თუ რაიმე სხვა მეთოდიცაა თქვენთვის ცნობილი ან განხილვაში ჩართვა გსურთ, გვეწვიეთ ფორუმზე.

  
ინფორმაცია



თემატური სტატიები




სტატიის შეფასება
ეს გვერდი უკვე შეაფასეს!

შეფასება: 2
შეფასება: 1.5



გამოხმაურება

გაიხარეთ
04-08-2009, 12:58:56 | nick_el_son


კომენტარის დატოვება
თქვენ არ შეგიძლიათ კომენტარების დატოვება.