ვბლოკავთ Avira-ს რეკლამებს
კომპინფოს მკითხველებს და წევრებს შორის Avira AntiVir Free საკმაოდ პოპულარულია. უფასოობისა და საიმედოობის მაღალი დონის გამო ის CompinfoPack-შიც მოხვდა და ალბათ კიდევ კარგა ხანს დარჩება იქ. ერთადერთი მინუსი, რაც ამ პროგრამას გააჩნია, ესაა Nag Screen, ანუ განახლებისას ამოვარდნილი სარეკლამო ფანჯარა. რამდენიმე დღის წინ ჩვენს ფორუმზე დაიწყო განხილვები ამ სარეკლამო ფანჯრის მოშორების შესახებ და უკვე არსებობს ხუთი სრულიად მუშა გადაწყვეტა. ამ სტატიაში თანმიმდევრობით მოვიყვანთ ხუთივეს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი (ან რამდენიმე ერთად) გამოიყენოთ, თქვენი გემოვნების მიხედვით. მეთოდი პირველი: დაქაჩეთ ეს ფაილი და ჩააგდეთ სტარტაპში (Start > All Programs > Startup). არ შეუცვალოთ სახელი. ეს ფაილი გახლავთ პატარა სკრიპტი, რომელიც Avira-ს სარეკლამო ფანჯარას გახსნისთანავე ხურავს. ეს ისე სწრაფად ხდება, რომ თქვენ ფანჯარას საერთოდ ვერ ამჩნევთ. მეთოდი მეორე:
ეს მეთოდი სისტემის დონეზე კრძალავს avnotify.exe-ს გაშვებას, რომელიც, როგორც მიხვდით, სწორედ რეკლამის გამშვები ფაილია. როცა განახლების შემდეგ Avira რეკლამის გაშვებას დააპირებს, სისტემა მას ამის ნებას უბრალოდ არ დართავს. მეთოდი მესამე:
ეს მეთოდი სისტემურ დონეზე კრძალავს ფაილის avnotify.exe გაშვებას, თითქმის იგივეა, რაც წინა მეთოდში. მეთოდი მეოთხე:
ახლა avnotify.exe ეცდება გაეშვას Windows 95-თან თავსებად რეჟიმში, რაც შეუძლებელია. ამიტომ ის საერთოდ არ გაეშვება. მეთოდი მეხუთე:
ეს მეთოდი მალავს ფაილს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ის არ გაეშვება Avira-ს მოთხოვნისას. სულ ეს იყო, თუ რაიმე სხვა მეთოდიცაა თქვენთვის ცნობილი ან განხილვაში ჩართვა გსურთ, გვეწვიეთ ფორუმზე. |
|
გაიხარეთ